18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს, A ლიგაში ჯგუფური ეტაპი სრულდება. მართალია, ორივე ჯგუფში ჯერ 8 მატჩია ჩასატარებელი, თუმცა პლეი ოფში გასული რვავე მონაწილე ცნობილია. შესაბმისად ის წყვილებიც ვიცით, რომლებიც მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ ტარდება, ჯგუფებში 12 ტური ჩატარდება, რის შემდეგაც თითოეულიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გადის. სწორედ ეს 8 გუნდია გარკვეული.
მაშ ასე: A ჯგუფიდან პლეი ოფში რუსთავი, ქუთაისი, ზაზა 1 და ორბი გავიდნენ. B ჯგუფიდან მეოთხედფინალში ვინგსი 1, თბილისი ბასკეტი 1, ბასკო და დინამო არიან. უკვე ცნობილია ვინ დაიკავებს ჯგუფებში პირველ ადგილებს: A ჯგუფის გამარჯვებული რუსთავი იქნება, ხოლო B-სი – ვინგსი 1. დარჩენილ მატჩებში გაირკვევა, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს საბოლოოდ და მეოთხედფინალში რომელი გუნდი რომელს დაუწყვილდება.
რეგულარული ჩემპიონატი 6 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც სტარტს პლეი ოფი აიღებს, სადაც ყველა ეტაპზე, ფინალის ჩათვლით, სერიები 2 მოგებამდე იქნება.
ჩატარებული მატჩების შედეგებსა და დარჩენილი შეხვედრების კალენდარს ნახავთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში.