საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში ფინალური სერია 3 მაისს იწყება. ჩემპიონობისთვის ჰიუნდაი და რუსთავი 2 იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ ჰიუნდას საკალათბურთო სკოლის ორივე გუნდი B ლიგში ასპარეზობს, ხოლო რუსთაველებს პირველი, ძირითადი გუნდი A ლიგაში ჰყავს, რომელიც ნახევარფინალშია გასული.
სწორედ ეს მომენტია, რის გამოც ფინალისტებიდან რუსთავი 2 ვერ აინაცვლებს A ლიგაში, ხოლო ჰიუნდაიმ უმაღლესის საგზური უკვე მოიპოვა. ეს არის იმ რეგულაციის გამო, რომლის მიხედვითაც A ლიგაში ერთი საკალათბურთო სკოლის 1-ზე მეტი გუნდის ყოფნა დაუშვებელია. ვინაიდან, რუსთავი არის A ლიგაში, მეორე გუნდი იქ ვერ გადავა, ხოლო ჰიუნდაის B ლიგაში მყოფი 2 გუნდიდან ერთი ნახევარფინალიდან გავარდა, ხოლო ფინალისტმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ამ პრინციპის გამო უმაღლესში გადავიდა თსუ, რომელსაც პლეი ოფში გასული გუნდებიდან ჰიუნდაის მსგავსად A ლიგაში გუნდი არ ჰყოლია. ამიტომ, თსუ-მ თავიდანვე გაინაღდა უმაღლესის საგზური, ხოლო ჰიუნდაის 2 გუნდიდან პლეი ოფში რომელიც უფრო წინ წავიდა, A ლიგის საგზურიც იმას ერგი (ჰიუნდაის პირველ გუნდს).
ნახევარფინალებში ჰიუნდაიმ ქუთაისი 2 გააგდო, ხოლო რუსთავმა ჰიუნდაი 2-ს აჯობა. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები (ჰიუნდაი 2 და ქუთაისი 2) ბრინჯაოს მედლებს 2-მატჩიან სერიაში გაითამაშებენ. მე-3 ადგილისთვის 2-მატჩიანი სერია გაიმართება, ხოლო ფინალი 2 მოგებამდე იქნება.
3 მაისს აღნიშნული სერიების პირველი მატჩები გაიმართება:
12:20 ჰიუნდაი – რუსთავი 2
16:00 ჰიუნდაი 2 – ქუთაისი 2