18–წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

18–წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

გასულ კვირაში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატები დაიწყო და პირველი ტურის მატჩებიც ჩატარდა. სტარტი თავდაპირველად 18–წლამდელებმა აიღეს „აკადემიისა“ და 1993–წლიანთა ნაკრების მატჩით.
განვმარტავთ, რომ 93–წლიანების ნაკრები, რომელსაც გია კაზანჯიანი წვრთნის, კონკურსგარეშე თამაშობს დიდი ასაკის ტურნირში, რაკი პატარები თავიდანვე შეეჩვიონ კონკურენციას და უფროსებთან სპარინგში სათამაშო პრაქტიკა კიდევ უფრო განიმტკიცონ.ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ზემოთხსენებულ ტურნირმა 4 მატჩი მოილია