18–წლამდელთა ჩემპიონატი: დინამომ პლეი ოფს გახედა

3 მარტი. სასოფლო
დინამო 69:63 ენერჯი
17:10 19:18 19:21 14:14
დინამო: ალხანაიძე  (23 ქულა, 10 მოხსნა), ბაქრაძე (17 ქულა, 7 პასი), კაკაურიძე (15 ქულა, 6 პასი), დეკანოიძე (6 ქულა, 17 მოხსნა)
ენერჯი: სანაძე (26), გურაბანიძე (12), ჩერქეზიშვილი (10)
1 ექს. სკოლა 95:57 ქუთაისი
21:14 24:15 24:17 26:11
1 ექს. სკოლა: წიკლაური (35 ქულა, 15 მოხსნა), მაისურაძე (17), ბექაური (16 ქულა, 15 მოხსნა), ლეჯავა (14 ქულა, 11 პასი, 6 ჩაჭრა)
ქუთაისი: კანდელაკი (19 ქულა, 11 მოხსნა), ტუკვაძე (12)
მართვე–1 67:46 ნაკრები–93
19:10 23:17 14:5 11:14
მართვე–1: ტეტელაშვილი (21), დარბაიძე (10)
ნაკრები–93: ბურჯანაძე (14 ქულა, 12 მოხსნა), ამირხანაშვილი (8)
აკადემია 88:82 რუსთავი
21:21 19:28 26:18 22:15
აკადემია: ბოქოლიშვილი (28), ელიაძე (21), თენიეშვილი (10 ქულა, 14 მოხსნა), მუმლაძე (8 ქულა, 10 მოხსნა), ჯავახიშვილი (7 ქულა, 11 მოხსნა)
რუსთავი: დვალიშვილი (39 ქულა, 23 მოხსნა), გურული (13), მაისურაძე (12)
 
 

აკადემია

11

8

3

19
რუსთავი

11

6

5

17
დინამო

9

7

2

16
მართვე 1

10

6

4

16
1 ექს. სკოლა

10

6

4

16
მართვე 2

10

4

6

14
ქუთაისი

11

3

8

14
ენჯერჯი

8

4

4

12
ნაკრები 93 

8

0

8


დავით თორთლაძის გაწვრთნილი „დინამო“ უკვე სერიოზულ განაცხადს აკეთებს პლეი ოფში გასვლაზე. მართალია, მომდევნო ეტაპზე 4 საუკეთესო გუნდი გადის, მაგრამ ცხრილში ისეთი სიმჭდროვეა, რომ ვერც ერთი გუნდი ვერ იქნება არხეინად. დინამოელებმა კი უკვე მე–7 გამარჯვება მოიპოვეს, თან მათ ყველაზე ნაკლები, 2 მარცხი აქვთ და სხვებზე კომფორტულ მდგომარეობაში არიან.
 
თორთლაძის გუნდმა ამჯერად „ენერჯი–ინვესტი“ დაამარცხა, რომელთანაც პირველ წრეში წაეგო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. უფრო ზუსტად, მისი ბოლო წუთები იყო საინტერესო, როცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ჩამორჩენა თითქმის გააბათილა – დასრულებამდე 3 წუთით ადრე მხოლოდ 2 ქულას აგებდა. „ენერჯის“ ენერგია ბოლომდე არ გაჰყვა, „დინამოს“ კი ირაკლი ალხანაიძემ და გივი ბაქრაძემ გასამარჯვებლად საკმარისი ქულები მიუთვალა.
 
ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა გათამაშების ლიდერ „აკადემიისა“ და „რუსთავის“ შეხვედრა. ქვემოქართლელები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის 18–წლამდელთა ჩემპიონატის ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშე აკაკი დვალიშვილს, რომელმაც შეხვედრა 39 ქულითა და 23 მოხსნით დაასრულა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 49:40 იყო რუსთაველთა სასარგებლოდ, ხოლო დვალიშვილის ანგარიშზე 25 ქულა და 15 მოხსნა იყო. მას 13–დან 12 ორქულიანი ჰქონდა ჩაგდებული იმ მომენტისთვის, თუმც მესამე მეოთხედში აკადემიელებმა მედგარი დაცვა დააყენეს და ქვემოქართლელთა ლიდერი შეავიწროვეს. დვალიშვილმა მხოლოდ 3 ქულა მოაგროვა მესამე მეოთხედში, რითაც აკადემიელებმა ისარგებლეს და ლიდერობას დაეპატრონენ.
 
ბოლო წუთებზე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხანაც მეორე, საბოლოოდ კი „აკადემიამ“ მერაბ ბოქოლიშვილის აქტიურობით სამქულიან უპირტესობას მიაღწია. რუსთაველებს ანგარიშის გასათანაბრებლად 5 წამი ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ქვემოქართლელთათვის ჰაერივით საჭირო სამქულიანი „აკადემიამ“ ჩააგდო. რუსთაველთა გვერდიდან შემოტანილი ბურთი თბილისელებმა ჩაჭრეს და ლამის ცენტრიდან ჩაგდებული ბურთით წერტილი სათავისოდ  დაუსვეს მატჩს.
დარჩენილ ორ მატჩში საინტერესო არაფერ მომხდარა. 1993–წლამდელთა ნაკრებმა გია ტეტელაშვილის „მართვე–1“– თან წააგო. ხოლო 1 ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა „ქუთაისს“ არ დაუტოვა შანსი.
 

მართვე 1 – ნაკრები–93
 

მართვე 1 – ნაკრები–93
 

1 ექს. სკოლა – ქუთაისი
 

დინამო – ენერჯი
 

დინამო – ენერჯი
 

დინამო – ენერჯი
 

აკადემია – რუსთავი
 

აკადემია – რუსთავი
 

აკადემია – რუსთავი