18-წლამდელთა ჩემპიონატი: ნიკეას გამარჯვება რუსთავში

18-წლამდელთა ჩემპიონატი: ნიკეას გამარჯვება რუსთავში

 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები თბილისსა და რუსთავში გაიმართა. დღევანდელ  შეხვედრებში საინტერესო გამოდგა რუსთავი2-სა და ნიკეას დაპირიპირება, 
სადაც ნიკეას გუნდმა შეხვედრის ბოლო წამებზე 2 ქულის სხვაობით, 71:69 იმარჯვა.

 გთავაზობთ დღეს გამართული შეხვედების ანგარიშებსა და შედეგებს:

რუსთავი 2- ნიკეა 69:71
გამორჩეული მოთამაშეები:
რუსთავი 2 –  ნუგზარ ტაბაღუა 26 ქულა, დავით ბარამიძე 14 ქულა, 16 მოხსნა, გიორგი გიგაური 6 ქულა, 22 მოხსნა, დიმიტრი ჩიჩუა 11 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი
ნიკეა – ვოვა ბულიგინი 27 ქულა, 24 მოხსნა, თორნიკე გაგუა 21 ქულა, 6 პასი, საბა კუპრაშვილი 10 ქულა

მარნეული – აკადემია1 61:94
გამორჩეული მოთამაშეები:
მარნეული – არჩილ შაორშაძე 19 ქულა, 14 მოხსნა, ჯაბა მოხევიშვილი 15 ქულა, 11 მოხსნა, გიორგი მინაძე 12 ქულა, ირაკლი ჯანხოთელი 11 ქულა
აკადემია1 – ბექა დარახველიძე 40 ქულა, 12 მოხსნა, საბა ჯაყელი 20 ქულა

რუსთავი1 – მართვე1 104:64
გამორჩეული მოთამაშეები:
რუსთავი 1 – თორნიკე ხატიაშვილი 22 ქულა, თორნიკე ქიტოშვილი 16 ქულა, 13 პასი, შოთა ნარჩომაშვილი 11 ქულა, ლევან ურიდია 14 ქულა, 15 მოხსნა, დავით ღვედაშვილი 12 ქულა, 12 მოხსნა, გიორგი დვალი 14 ქულა
მართვე 1-  ლაშა მირზაშვილი 22 ქულა,     ირაკლი ჩიტიძე 13 ქულა, 13 მოხსნა, აკაკი მანავლიშვილი – 13 ქულა, 8 მოხსნა