18-წლამდელთა ჩემპიონატი რუსთავში

18-წლამდელთა ჩემპიონატი რუსთავში

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა დღეს რუსთავში
გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი რუსთავი2-სა და აკადემია 1-ის გუნდები დაუპირისპირდნენ. 

აღნიშნულ მატჩში მასპინძლები აკადემიელებთან 39:63 დამარცხდნენ, რაც შეეხება ქუთაისისა
და თელავის შეხვედრას, რომელიც დღეს ქუთაისში უნდა გამართულიყო, არ შედგა. თელავის
გუნდი მატჩზე არ გამოცხადდა.

  შედეგად, 18-წლამდელთა
დებულების  მე-6 თავის 11.3 მუხლის მიხედვით
,,თელავს” ტექნიკური წაგება 0:20 ჩაეთვალა და 400 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

 

რუსთავი 2 – აკადემია
1 39:63

გამორჩეული მოთამაშეები:

რუსთავი2:
 ირაკლი წიქარიშვილი – 8 ქულა, 13 მოხსნა

აკადემია1:
ნიკა ღურწკაია – 18 ქულა, ნიკა ცქიტიშვილი – 12 ქულა, 13 მოხსნა,  საბა ჯაყელი – 11 ქულა

ქუთაისი – თელავი 20:0

რუსთავი 2 – აკადემია 1