18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ზაზას აკადემიის გუნდები შეხვდებიან

18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ზაზას აკადემიის გუნდები შეხვდებიან

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილნი არიან. აღნიშნულ ასაკში ჩემპიონობისთის ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის პირველი და მეორე გუნდები შეხვდებიან. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ამ გუნდებმა მეტოქეებს იმაზე მეტით მოუგეს, რამდენითაც ნახევარფინალური სერიის წინა მატჩებში დამარცხდნენ და ფინალის საგზურები მოიგოვეს.

“ზაზა 1”-მაც და “ზაზა 2”-მაც ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები 6 ქულით დათმეს. პირველმა გუნდმა “აკადემიასთან 70:76 წააგო, ხოლო მეორემ “ჰიუნდაისთან” – 67:73. დღეს საპასუხო მატჩებში ზაზას აკადემიის გუნდებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. “ზაზა 1”-მა “აკადემია” 70:60 დაამარცხა, ხოლო “ზაზა 2”-მა “ჰიუნდაის” 72:51 სძლია.

ფინალური მმე-3 ადგილისთვის მატჩები 21 ივნისს გაიმართება.