18-წლამდელთა ნაკრები ევროჩემპიონატზე გამგზავრების წინ ღია ვარჯიშს ჩაატარებს

ხვალ, 15 ივლისს, დიღომში მდებარე „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე 18–წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება. მიხეილ ბერუაშვილის გუნდი 16 ივლისს თურქეთში მიემგზავრება, სადაც მასპინძელ თანატოლებთან სამ საკონტროლო მატჩს გამართავს. 18–წლამდელთა ნაკრები 20 ივლისს თურეთიდან ბულგარეთში გადავა,  სადაც 21–31 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) მიიღებს მონაწილეობას.
 
ჟურნალისტებს ვთხოვთ, „დინამოს“ ბაზაზე მობრძანდნენ 12 საათსა და 30 წუთიდან.