საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო ტურში ლიდერი ბელგია დაამარცხა, თუმცა ამ გამარჯვებამ მიხეილ ბერუაშვილის გუნდს ჯგუფში ოდენ მე-4 ადგილი მოუტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები XV-XVI ადგილისთვის მატჩით დაასრულებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს.
ქართველების და ბელგიელების მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა. საწყისი 3 მეოთხედი ფრედ დასრულდა, დასკვნით პერიოდში ჩვენებმა იძალეს, 19:7 მოიგეს, საბოლოოდ კი მოწინააღმდეგე 70:58 დაამარცხეს. ქართველთა მოგებაში ლომის წილი ბექა ბურჯანაძემ დაიდო. 30 ქულითა და 10 მოხსნით მან ტურნირზე კიდევ ერთი ორმაგი დუბლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო შეხვედრას შაბათს, 30 ივლისს გამართავს. ბერუაშვილის გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ასევე მე-4 ადგილის დამკავებელ ნორვეგიას მე-15-ე ადგილისთვის შეებრძოლება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ვარნა. ბულგარეთი. 29 ივლისი
საქართველო 70:58 ბელგია
17-12, 11-16, 23-23, 19-7
1. ბელგია 4 3/1 248/232 72. პორტუგალია 4 3/1 264/247 73. ინგლისი 4 2/2 283/259 64. საქართველო 4 2/2 291/278 65. ლუქსემბურგი 4 0/4 270/340 4