29 ივლისს რუმინეთის ქალაქ პლოეშტში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში მთლიანობაში 22 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 3 საუკეთესო ელიტარული, “ა” დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრებს დავით როგავა წვრთნის, რომელსაც ასისტენტობას კახა ტომარაძე უწევს. ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ნორვეგია და კოსოვო ეყოლება. ჩვენი ნაკრები უკვე რუმინეთშია და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
გიორგი ოჩხიკიძე, ვატო გაჩეჩილაძე, ანდრია მუჯირი, ლუკა ალავიძე, თენგო გოგიშვილი, გიორგი სულაბერიძე, ლუკა ლომთაძე, გუგა ნაცვლიშვილი, ანდრია ცერცვაძე, სანდრო კასაბური, ლუკა კუჭუხიძე, ანრი ბელთაძე.
საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი ასე გამოიყურება:
კოსოვო – საქართველო 29 ივლისი, 16:45
საქართველო – ნორვეგია 30 ივლისი 14:30
ბულგარეთი – საქართველო 16:45
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა 1 აგვისტო, 19:00
ნიდერლანდები – საქართველო 3 აგვისტო, 14:30