18-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირისთვის მზადაა

18-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირისთვის მზადაა

     დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 2 საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ეროვნული და 18-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ. 18-წლამდელთა ნაკრები ტალინში გუშინ ჩავიდა და საკალათბურთო არენასთან ახლოს მდებარე კომპლექსში დაბინავდა.
     ტალინში ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერ გივი სანაძეს დავუკავშირდით, რომელმაც შემდეგი ინფომაცია მოგვაწოდა
 
– 18-წლამდელთა ნაკრები იმ არენასთან დაბინავდა, სადაც საერთაშორისო ტურნირები გაიმართება. ორივე ტურნირი ერთ დარბაზში ტარდება. თავდაპირველად 18-წლამდელები ითამაშებენ, საღამოს კი ეროვნული გუნდები. ჩვენი მატჩი ბელარუსთან დღეს 16 საათზე იწყება, რის შემდეგაც, საღამოს 8 საათზე საქართველოს ეროვნული გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდება. 18-წლამდელები მატჩის შემდეგ სასტუმროში დაისვენებენ და შემდეგ ეროვნული გუნდის საგულშემატკივროდ წავლნენ.
 
– გუნდში როგორი განწობაა?
 
– განწყობა იდეალურია, მხოლოდ ტრამვების გამო 2 კალათბურთელი გვაკლია – ალექსანდრე ბოლქვაძე და ლევან ლილიშვილი. ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბექა ბურჯანაძე კი ტალინში ვერ წამოვიდა. მას ბიძა გარდაეცვალა. ვინც გუნდშია, ყველა კარგ ფორმაშია და მზადაა გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღოს.