18-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიელთა ცენტრს ვერაფერი მოუხერხეს

18-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიელთა ცენტრს ვერაფერი მოუხერხეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი ავსტრიასთან დათმო. მიხეილ ბერუაშვილის გუნდის აქილევსის ქუსლი სიმაღლეა და ავსტრიელებთან სწორედ ამის გამო დაიჩაგრნენ. ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს მეტოქის 213-სანტიმეტრიან ცენტრ იაკობ პოლტს, რომელმაც 25 ქულითა და 16 მოხსნით საქართველოს ნაკრების დამარცხებაში ლომის წილი დაიდო.

რაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან ყველაზე ნაკლები ქულით წააგო. ბერუაშვილის გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ 1 ქულით ჩამორჩებოდა (27:28), თუმცა მე-3 პერიოდი ჩააგდო და წასაგებად გაიწირა. აღნიშნული მეოთხედი ქართველებმა 5:16 წააგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 12 ქულით ჩამორჩნენ.
ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები ბევრს ეცადა, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხა, ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ ქართველებმა 55:64 წააგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაიწურეს.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 20 ივლისი
საქართველო 55:64 ავსტრია
14-19, 13-9, 5-16, 23-20

სრული სტატისტიკა: 55:64
 

1.

ესტონეთი

3

3/0

212/166

6
2.

გერმანია

3

2/1

202/172

5
3.

ჰოლანდია

2

2/0

136/105

4
4.

ავსტრია

3

1/2

144/199

4
5.

საქართველო

3

0/3

172/208

3
6.

ნორვეგია

2

0/2

111/127


თამაშების განრიგი. B ჯგუფი. თბილისის დრო
21 ივლისი
გერმანია – საქართველო                    16:15
22 ივლისი
ნორვეგია – საქართველო                   23:00