18-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთში პირველი გამარჯვება მოიპოვა

18-წლამდელთა ნაკრებმა მოგებით დაიწყო ტალინის საერთაშორისო ტურნირი. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 10 ქულის სხვაობით დაამარცხა ბელარუსი თანატოლები.შეხვედრის ბედი დამატებით დროში გაირკვა.
ქართველები მესამე მეოთხედში 11 ქულის სხვაობით აგებდნნ, თუმცა ბოლო პერიოდში მოახერხეს მობილიზება და საბოლოოდ შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. აი, იქ უკვე ქართველებმა დამაჯერებლად ითამაშეს და ბელარუსები 99:89 დაამარცხეს.
მატჩზე კომენტარი ვთხოვეთ 18-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს, რომელსაც ტალინში ტელეფონით შეხვეხმიანეთ.
– საბოლოოდ კი გავიმარჯვეთ, მაგრამ საკმაოდ ვინერვიულეთ. მატჩის მესამე მეოთხედში რიტმიდან ამოვარდით და 11 ქულის სხვაობით ჩამოვრჩით. საბედნიეროგ, გუნდმა მოახერხა ჩამორჩენის გაბათილება და ყველაფერი დამაებით დროში გადაწყდა, სადაც ჩვენი ნაკრების თამაშს დადებითად შევაფასებდი.
– სამწუხაროდ გვაკლია ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ბიძა გარდაეცვალა და ესტონეთში ვერ წამოგვყვა. ბიჭებმა ღირსეულად იბრძოლეს, თუმცა შეცდომებიც გვქონდა დარჩენილ დროში მათ გამოსწორებაზე ვიზრუნებთ.
 ცნობისთვის: ქართელი 18-წალმდელები მეორე მატჩს 31 ივლისს მასპინძელთა ნაკრების წინაღმდეგ ჩაატარებენ.