18-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩი დათმო

ლუქსემბურგში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა მასპინძლებთან ვერაფერი გააწყო და შეხვედრა 58:75 დათმო.
პირველი მეოთხედი ლუქსემბურგმა 21:16 მოიგო, რის შემდეგაც ვითარება არ შეცვლილა. მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა და დიდი შესვენებისთვის საქართველოს ნაკრები 12 ქულით აგებდა. მეორე ტაიმში ქართველებმა ბევრი ვერაფერი შეცვალეს და საბოლოოდ 17 ქულით დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრები მასპინძლებთან მეორე მატჩს ითამაშებს, რის შემდეგაც უნგრეთში გადაინაცვლებს და იქაც 2 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
 
ლუქსემბურგი 75:58 საქართველო
21:16, 21:14, 17:13, 16:15