18-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთში ამხანაგური მატჩი გამართა

18-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთში ამხანაგური მატჩი გამართა

ლუქსემბურგიდან უნგრეთში გადასულმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი დაბა მარცალიში უნგრეთის 18-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 78:97 დამარცხდა.
მატჩი მოსამზადებელი ხასიათის იყო და მწვრთნელმაც ნაკრების ყველა კანდიდატი ათამაშა. ქართველები 3 პერიოდი ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ მასპინძლებს. მესამე პერიოდი ბერუაშვილის გუნდმა 25:22 მოიგო, ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ყველაზე უშედეგო ქართველებისთვის სწორედ ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა. 8:18 დამარცხების შემდეგ საქართველოს 18-წლამდელებმა შეხვედრა 19 ქულით დათმეს.
ჩვენს ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია. როგორც ვთქვით, მწვრთნელმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას მისცა და ქულებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა.
საქართველოს ნაკრები უნგრეთს მეორედაც გაეჯიბრება, რის შემდეგაც, 26 ივნისს, თბილისში დაბრუნდება.

 
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. მარცალი. უნგრეთი. 24 ივნისი
უნგრეთი (U-18) 97:78 საქართველო (U-18)
30:21, 27:24, 22:25, 18:8