18-წლამდელთა ფინალში ქუთაისი და რუსთავი იასპარეზებენ

18-წლამდელთა ფინალში ქუთაისი და რუსთავი იასპარეზებენ

18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მორიგ მატჩში შსს
აკადემიისა და ,,ქუთაისის“ დაპირისპირება გაიმართა, რომელსაც ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.

შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც
მეტოქე დამაჯერებლად, 86:78 დაამარცხა. მასპინძლებმა სერიაში 2:0 იმარჯვეს და ფინალური
საგზური მოიპოვეს.  

მატჩის საწყისი წუთები აკადემიელეთა სასარგებლოდ წარიმართა
და მათივე უპირატესობით, 28:25 დასრულდა. შსს აკადემიამ  მოპოვებული უპირატესობის შეანარჩინება მეორე პერიოდშიც
მოახერხა და ტაიმში 52:47 დაწინაურდა.  

 ძალიან დაძაბული
გამოდგა მესამე მეოთხედი, რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. აღნიშნული
პერიოდის ბოლოს მინიმიმალური სხვაობით ქუთაისელები გავიდნენ და თავიაანთ სასარგებლოდ
67:66 დააფიქსირეს. გადამწყვეტ, დასკვნით პერიოდში  ქუთაისის გუნდმა შეძლო თამაშზე მობილიზება და პერიოდის
შუაწელში 81:74 გავიდა წინ. ამის შემდეგ შეხვედრა ,,იმერელთა“ სასარგებლოდ წარიმართა.
შსს კადემია მდევრის როლში აღმოჩნდა, თუმცა მეტოქის დაწევა ვერ შეძლო და შეხვედრა მარცხით
დაასრულა.  

 ქუთაისელთა
შემადგენლობაში 27-27 ქულა ლევან გრძელიძემ და ნოდარ გოგოძემ მიითვალეს, ხოლო ,,ძალოვანთა“
რიგებში 25 ქულით თავი ლევან ლოლიშვილმა გამოიჩინა.  ორმაგი დუბლი მითვალა ლოლიშვილის თანაგუნდელმა შოთა
გელაზონიამ, რომელმაც საკუთარ გუნდს 15 ქულა და 12 მოხსნა შესძინა.  

მატჩის დასრულების ორივე გუნდის მწვრთნელებს, ზურაბ სამხარაძესა და ირინა მელქაძეს გავესაუბრეთ. 

 ზურაბ სამხარაძე:  შსს აკადემია ახლაბედა გუნდია, ქუთაისი კი უკვე საკმოდ
გამოცდილი და ბევრად უფრო შეთამაშებულია. ეს გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა შორეული ტყორცნებით,
რომელიც დღესაც ჩინებულად გამოუვიდა  და ღირსეულად
გავიდა ფინალში.

 რაც შეეხება
ფინალურ შეხვედრა, სადაც ქუთისისა და რუსთავის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ვთლი, რომ
ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს. კალათბურთის თამაში შემოქმედებითი პროცესია და
შესაძლოა აქ უბრალო განწყობამაც კი  გადაწყვიტოს
მატჩის ბედი.

–        
როგორ შეაფასებდით მინდინარე ასაკაობრივ ჩემპიონატებს და რას ურჩევდით ახალგაზრდა
მწვრთნელებს?

–        
კალათბურთში
წინვლა აშკარად იგრძნობა,როგორც როგორც უმაღლეს ლიგაში ასევე დუბლშემადგელობასა და
ასაკობრივ ლიგებში, მაგრამ ვიქრობ უფრო მეტია საჭირო რომ მოწინავე ქვეყნებს დავეწიოთ.
როგორც გამოცდილი მწვრთნელი  ახლგაზრდა კოლეგებს
 ვურჩევდი, რომ ნაკლებად იყვნენ გატაცებულნი
კომბინაციებზე და მეტი იმუშაონ  შეტევასა და
ტექნიკურ მომზადებაზე, რაც უფრო მიესადაგება ქართულ ხასიათს. თამაშის ნელი ტემპით მოწინააღმდეგეს
ვერც სიურპრიზს შესთავაზებ და ვერ მწყობრიდან გამოიყვან, ამიტომ ქართველებმა  სწრაფი და შემტევი კალათბურთი უნდა ითამაშონ.  სასიამოვნოა
 რეგიონების ჩართულობა ჩემპიონატებში. აღსანიშნავია
მარნეულის გუნდი,  სადაც შესანიშნავი მწვრთნელი
ზაზა გაბისონია მუშაობს. მიმაჩნია, რომ პერიფერიის გუნდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ
მონაწიელეობა  ასაკობრივ ჩემპიონატებში და მას
უნდა განვიხილავდეთ როგორც  კალათბურთის განვითარებას
სხვადასხვა რეგიონებში.   უახცლოეს ხანში რეგიონები აუციოლებლად უნდა ათვისებული,
რასაც საკალათბურთო სამყაროს მაქსიმალური ხელშეწყობა ესაჭიროება.

– როგორ შეაფასებდით ახალგაზრდა თაობას, რომლებიც კონკრეტულად 18-წლამდელთა ჩემპიონატში
ასპპერეზობენ …

– ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი უნდა იშრომონ. კონკურენცია
დიდია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ  ევროპაში,
სადაც კალათბურთი ძალიან წინ წავიდა. მოთამაშემ მაქსიმუმი უნდა გაიღოს რათა გარკვეულ
შედეგს მიაღწიოს. ბავშვებთან საჭიროა კვალიფიციური მიდგომა უფროსებისგან, რომლებიც
მათ მისცემენ სწორ მიმართულებას და მიუთითებენ საკუთარ შეცდომებზე. დიდ სპორტისთვის
ბევრი რამ უნდა გაიღო – დრო,  ხარჯები და ა.შ.
დღეს დილეტანტების კალათბურთი აღარ არსებობს და დიდი შრომისა და მონდომების გარეშე
ვერაფერს მაიაღწევ.  

ირინა მელქაძე (ქუთაისის მწვრთნელი): ჩვენი ბიჭები ძალიან იყვნენ მონდომებულნი.
 მათ თავი არ დაუზოგავთ და  ბოლომდე იბრძოლეს. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და
შეცდომები, მაგრამ ჩვენი გუნდი არ დაიბნა, მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინა და გაიმარჯვა.  ფინალში ,,რუსთავს“ ვეთამაშებით, რომელსაც შესანიშნავი
,,სნაიპერები“ ჰყავს და მთლიანობაში ძალიან შეკრული და ორგანიზებული გუნდი ჰყავს, ამიტომ
მაქსიმალურ აქცენტს დაცვაზე გავაკეთებთ, რაზეც არაერთხელ გავქვს ნამუშევარი, თუმცა
ბოლომდე კმაყოფილები მიანც არა ვართ და ამ მხრივ ბევრად მეტი ორგანიზებულობა და დახვეწილობა
გვმართებს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას აგრეთვე ცენტრალურ თავდამსხმელებზე.
 რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, მას ძალიან დადებითად
შევაფასებდი. კალათბურთში დონე ყოველ წელს 
მატულობს, მაგრამ წელს განსაკუთრებით ორგანიზებული ჩემპიონატია და  ხარვეზებიც მინიმუმადე იყო დაყვანილი. კმაყოფილი
ვარ წლევანდელი მსაჯობითაც.

– კალათბურთზე მოთხოვნა
გაიზარდა…  რა სიტუაციია ქუთაისში ამ მხრივ?

– ქუთაისში აქტიურად ვმუშაობთ. მოთხოვნა მართლაც ძალიან
დიდია, რაზეც  დარბაზის გადატვირთული გრაფიკიც
მოწმობს. დილიდან საღამომდე ვარჯიშებია და ამის გამო ორჯერადი ვარჯიშის
ჩატარებას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. ქუთაისში პატარა ასაკის ბავშვებთან მაქსიმალურად
ვმუშაობთ. ძირითადი აქცენტიც სწორედ მათზე გვაქვს გაკეთებული და ამის ხარჯზე ვაღწევთ
შედეგს. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ  ,,ქუთაისი“წარმატებულად
ასპარეზობს სუპერლიგაში, რაც ბავშვებისთვის დიდი სტიმული, ხოლო მშობლებისთვის დიდი
ინტერესია.
18-წლამდელთა ლიგა
ნახევარფინალი
ჰიუნდაი – რუსთავი  66:81 (მატჩის მიმოხილვა)