18-წლამდელთა პლეი ოფი იწყება

18-წლამდელთა პლეი ოფი იწყება

23 აპრილს 18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყება.
მეორე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 გუნდი მეოთხედფინალებში დაკავებული ადგილების შესაბამისად
დაწყვილდნენ.

 პირველ ადგილზე გასული „რუსთავი 1“ მერვეადგილოსან
„რუსთავი 2“-ს ხვდება. ამ წყვილში მოედნის უპირატესობა პირობითია, რადგან ორივე მათგანი
რუსთავის სპორტსკოლის დარბაზში თამაშობს.

 რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული „ჰიუნდაი“
ტურნირში უკონკურსოდ მონაწილე 1997-წლამდელთა ნაკრებს ხვდება, ხოლო მეოთხედფინალის
დარჩენილი წყვილები ასე გამოიყურება: „აკადემია“ – „ქუთაისი“ და „შსს აკადემია“ –
„დინამო“.

 ნახევარფინალში ის გუნდები გავლენ, რომლებიც სერიაში
2 გამარჯვებას მოიპოვებენ. 
აქვე გაგაცნობთ დღეს ,,ბ” ჯგუფში გამართული მატჩების შედეგებს, რომელსაც 53-ე საკალათბურთო სკოლამ უმასპინძლა. 
აკადემია 2- თსსუ 78:58
აკადემია 2: მამუკა ბაზუაშვილი – 24 ქულა, 19 მოხსნა, გიორგი თევდორაშვილი – 24 ქულა, 8 მოხსნა, საბა მგალობლიშვილი – 14 ქულა
თსსუ: გიორგი მებონია – 19 ქულა, ლაშა ოძელაშვილი – 19 ქულა, 13 მოხსნა
თელავი – მაკაბი  75:66
თელავი: ილია სეთური – 29 ქულა, 10 მოხსნა, ჯუმბერ ყვარელაშვილი  -21 ქულა, გიორგი გურაშვილი – 11 ქულა, 8 მოხსნა, რევაზ ხაჩიძე – 8 ქულა, 11 მოხსნა
მაკაბი: მაიზერ რევაზაშვილი – 26 ქულა, 20 მოხსნა, თენგო საური – 11 ქულა, კონსტანტინე ფოჩხუა – 10 ქულა, 17 მოხსნა

მართვე 1- მარნეული 44:60
მართვე 1: ლაშა მირზაშვილი – 11 ქულა, 10 მოხსნა, გიორგი რეხვიაშვილი – 9 ქულა, 11 მოხსნა
მარნეული: გიორგი მინაძე – 20 ქულა, 12 მოხსნა, ჯაბა მოხევიშვილი – 14 ქულა, არჩილ შაორშაძე – 10 ქულა, 11 მოხსნა

მართვე 2 მართვე 3  124:45 
მართვე 2: ლუკა ოსკოპელი – 53 ქულა, 10 მოხსნა, რატი ლომიძე – 19 ქულა, 12 მოხსნა, 13 პასი, ალექსანდრე ბაქრაძე – 19 ქულა, 18 პასი, 8 მოხსნა, სოსო გოგნაძე – 13 ქულა, 46 მოხსნა, ზურაბ დარსმელია – 10 ქულა, 12 მოხსნა, დიმიტრი წიკლაური – 10 ქულა
მართვე 3: გიორგი კორძაძე – 10 ქულა