U18 ჩემპიონატში “ქუთაისმა” “აკადემიას” სერია გაუთანაბრა, “დინამომ” კი “ზაზას” ჩამორჩენა შეუმცირა

U18 ჩემპიონატში “ქუთაისმა” “აკადემიას” სერია გაუთანაბრა, “დინამომ” კი “ზაზას” ჩამორჩენა შეუმცირა

საქაართველოს 18-წლამდეთა ჩემპიონატში ბრძოლა გამაფრდა. 1 მაისს გამართულ მატჩებში ნახევარფინალურ სერიებში ჩამორჩენილმა გუნდებმა იმარჯვეს და ერთგან ანგარიში გათანაბრდა, მეორეგან კი სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. 

ტრიუმფალურ და სენსაციურ სვლას განაგრძობს “ქუთაისი”. ირინა მელქაძის, კახა დარახველიძისა და მერაბ ნაცვლიშვილის გაწვრთნილმა იმრულმა კლუბმა ჯერ კიდვ მეოთხედფინალში გააკვირვა ქომაგი, როცა “ორბი” 3:2 დაამარხა. ქუთაისელებმა მაშინ 2 მატჩი თბილისში მოიგეს, თუმცა შინ ორივე წააგეს და მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ისევ თბილიში – 20-ქულიანი ჩამორჩნის მიუხედავად სათავისოდ შემოატრიალეს.

ნახევარფინალური სერიის საწყისი 2 მატჩი ქუთაისელებმა თბილიში “აკადემიასთან” უშანსოდ წააგეს, თუმცა შინაურ კედლებში 30 აპრილსა და 1 მაისს 2 მატჩი მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა სერიის მე-4 შეხვედრა, რომელსაც მეორე პერიოდში ქუთაისელები 19 ქულით აგებდნენ, მაგრამ თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს და საბოლოოდ 90:88 (სტატისსტიკა) გაიმარჯვეს.

სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში, 6 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

მეორე ნახევარფინალურ სერიაში “დინამო” 0:2 აგებდა “ზაზა “თან, ხოლო სერიის მე-3 შეხვედრაში მთელი თამაში ჩამორჩებოდა თუმცა შეხვერა ოვერტაიმში გადაიყვანა და საბოლოოდ 87:85 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. სერიაში ანგარიში 2:1 გახდა. მომდევნო მატჩი 4 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.