1992-იანების ჩემპიონი ენერჯი ინვესტია!

1992 წელს დაბადებულთა ჩემპიონატში, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “ენერჯი ინვესტმა”, რითაც გუნდმა დავით უსტიაშვილის გუნდის შედეგი გაიმეორა, რაც მანამდე სუპერლიგის მოგებაში აისახა.
მთელი ჩემპიონატის განმავლობაში “ენერჯი ინვესტმა” ერთადერთი შეხვედრა დათმო და ისიც, დამქანცველი მგზავრობის გამო, გასვლაზე “ბათუმთან”, დანარჩენ მატჩებში კი ნიკო ჩერქეზიშვილის ბიჭებმა ყველას მოუგეს.
გუნდის უფროსის, წარსულში სახელოვანი მოთამაშის, გია სანაძის თქმით, ეს გამარჯვება ლოგიკურია, რადგან გუნდის ხელმძღვანელებმა ყველანაირი პირობა შეუქმნეს გუნდს საუკეთესოდ მოსამზადებლად და შედეგმაც არ დააყოვნა.
“ენერჯი ინვესტში” ჩვენი საკალათბურთო სამყაროს რამდენიმე ცნობილი სახის შვილი ირიცხება. გუნდის წევრთა შორის იმყოფებიან ნიკო ჩერქეზიშვილის, გია სანაძის, ირაკლი ბაქრაძისა და ზაზა მაჩალაძის შვილები. ოთხივემ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა “ენერჯი ინვესტის” გაჩემპიონებაში.

1992-იანთა ჩემპიონატისატურნირო მდგომარეობა
                                     თ  მ  წ  ქ
1. ენერჯი ინვესტი  26 25 1 512. ბათუმი               26 22 4 483. მართვე              26 14 12 38 (-2)4. დინამო              25 13 12 38 5. რუსთავი            25  7 18 326. სოხუმი              26 7 19 31 (-2)7. ნაკრები 93          26 9 17 31 (-4)
შენიშვნა: ნაკრები 93 ჩემპიონატში კონკურსგარეშე გამოდიოდა.
ენერჯი ინვესტი: დათო გურაბანიძე, ნოდარ წიკლაური, ალეკო ხელაია, თორნიკე ჯაფარიძე, ზურაბ სიმონიშვილი, ვახტანგ ღვანიძე, გიორგი კალანდაძე, ნიკა ბაქრაძე, იუზა ბასილაია, ედიკ კალასოვი, ზურაბ მაჩალაძე, ნიკა მაღრაძე, ლაშა მამალაძე, დუდა სანაძე, ირაკლი ჩერქეზიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ნიკო ჩერქეზიშვილი.გუნდის უფროსი: გია სანაძე.