1996–წლამდელთა ჩემპიონატი “მართვემ” მოიგო

გუშინ 1996–წლამდელთა ჩემპიონატის დასრულებით დამთავრდა საკალათბურთო სეზონი. კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ბოლო საამსეზონო ტურნირი ომარ ლებანიძის „მართვემ“ ისე მოიგო, რომ ერთი თამაშიც არ წაუგია.
მართალია, დარჩა ერთი მატჩი ჩასატარებელი, მაგრამ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. „რუსთავისა“ და „აკადემიას“ გადადებული შეხვედრა ამ დღეებში გაიმართება. გუშინ კი საკალათბურთო „აკადემიის“ დარბაზმა ჩემპიონ „მართვესა“ და მესამეადგილოსან „ქუთაისის“ მატჩს უმასპინძლა, რის შემდეგაც ომარ ლებანიძის გუნდს საჩემპიონო მედლები გადაეცათ.
ჩემპიონატში 5 გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვებული სამი წრის გათამაშების შემდეგ გამოვლინდა. მეორე ადგიულზე რუსთაველები გავიდნენ, რომლებმაც „მართვეს“ გარდა ყველა მეტოქეს მოუგეს.
 
საბოლოო ცხრილი
 
მართვე          12        12        0          24
რუსთავი       11        8          3          19
ქუთაისი        12        4          8          16
აკადემია       11        4          7          15
დინამო          12        3          9          14
 
რუსთავი – აკადემია მოგვიანებით გაიმართება