1997–წლიანთა მინი–ფესტივლის პირველი დღე

1997–წლამდელთა მინი–ფესტივალი. აკადემიის დარბაზი. 3 ივნისი
აკადემია 28:32 მართვე 2
აკადემია: ცირეკიძე (9), ლეშკაშელი (7)
მართვე 2: ჭიჭვეიშვილი (11), ლომიძე (8)
ფოთი 27:53 რუსთავი
ფოთი: ხუბუა (16), ფიფია (4)
რუსთავი: ქავთარაძე (13), ქეშელაშვილი (11)
ჯვაროსნები 17:42 მართვე 1
ჯვაროსნები: ფაღავა (7), ოდიშარია (4)
მართვე 1: მჭედლიშვილი (8), ბიწაძე (6), ლოლიშვილი (6)
 
საკალათბურთო მინი–ფესტივლის მატჩებს „აკადემიის“ დარბაზმა უმასპინძლა. კალენდრის თანახმად 3 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დაძაბული პირველი – „აკადემიისა“ და „მართვე–2“–ის შეხვედრა გამოდგა.
თანაბრად მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი აკადემიელებმა 15:13 მოიგეს. შესვენების შემდეგ ხათუნა გაბედავას დამოძღვრილმა მართველებმა მეტი მონდომება გამოიჩინეს – დავით ჭიჭვეიშვილისა და დავით ლომიძის დახმარებით ლიდერობა მოიპოვეს და საბოლოოდ 4 ქულით, 32:28 იმარჯვეს.
მეორე შეხვედრაში ძალთა თანაფარდობა შაშკარად არათანაბარი იყო. რუსთაველებმა პირველი მეოთხედი 20:0 მოუგეს ფოთელებს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 45:3 დაწინაურდნენ.
რუსთაველებს მოგებული ჰქონდათ შეხვედრა და მეორე ტაიმში სათადარიგოებით ითამაშეს, თუმც საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობით – 53:27 იმარჯვეს.
ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „ჯვაროსნები“ და ამ ასაკში მოქმედი ჩემპიონი ზვიად დიდბარიძის „მართვე 1“ შეხვდნენ. დიდბარიძის შეგირდება გუნდური კალათბურთი ითამაშეს და მეტოქე ზედმეტი გართულებების გარეშე – 42:17 დაამარცხეს.
ხვალ, 11 საათიდან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.
 

ფოთი – რუსთავი
 

ფოთი – რუსთავი
 

ჯვაროსნები – მართვე 1
 

გასული წლის ჩემპიონი მართვე 1
 

ჯვაროსნები – მართვე 1
 

ჯვაროსნები – მართვე 1