1999 წელს დაბადებულთა ჩემპიონატი “დინამოს” ბაზაზე დაიწყო

1999 წელს დაბადებულთა ჩემპიონატი “დინამოს” ბაზაზე დაიწყო

 კვირას საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო 1999 წელს დაბადებულთა შორის.

ეს ასაკი განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამო იმსახურებს, რომ სწორედ ამ თაობის კალათბურთელებს
მოუწევთ საქართველოს
სახელის დაცვა
2015 წელს
თბილისში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
აღნიშნული ფესტივალის გამართვით საქართველოს დედაქალაქს დიდი პატივი ხვდა წილად, ახლა კი ჯერი იმ სპორტსმენებზეა, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას სპორტული წარმატებები უნდა მოუტანოს. თბილისის ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში, მათ შორის, კალათბურთში გაიმართება. ის მოზარდები, რომლებსაც 2015 წელს საქართველოს ნაკრებში თამაში მოუწევთ, ეხლა 12-13 წლისანი არიან. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს სწორედ გუშინ დაწყებული ჩემპიონატის მონაწილეებიდან მოუწევს გუნდის დაკომპლექტება. საქართველოს 1999 წელს დაბადებულთა ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. 2 წრის თავზე ჯგუფში საუკეთესო ოთხეული პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვი ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. პირველი ტურის მატჩებს „დინამოს“ საწვრთნელმა ბაზამ უმასპინძლა. გამოსარჩევია „დინამოსა“ და „რუსთავის“ მატჩი, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ქვემოქართლელთა გამარჯვებით – 46:43 დასრულდა. იოლი გამარჯვებები მოიპოვეს „აკადემიისა“ და “ჰიუნდაის“ პირველმა გუნდებმა. გამოსარჩევია ასევე ფოთელების წარმატება, რომლებმაც „ავერსის“ გუნდი დაამარცხეს.აკადემია 2 – გორი 44:37(8:20; 13:9; 11:6; 12:2)დინამო – რუსთავი 43:46 (5:10; 11:7; 10:15; 16:14)აკადემია – 1 ჰიუნდაი 2 83:19 (23:5; 26:2; 19:7; 15:5)ავერსი – ფოთი 34:59 (5:18; 7:14; 15:13; 7:14)ჰიუნდაი 1 – თსსუ 64:31 (22:4; 13:11; 9:8; 20:8) ა ჯუფი 1. აკადემია 12. ავერსი3. დინამო4. ჰიუნდაი 25. ფოთი6. რუსთავი ბ ჯგუფი 1. ორბი2. აკადემია23. ქუთაისი4. ჰიუნდაი 15. გორი

6. თსსუ