დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 1999 წელს დაბადებულთა ფესტივალი, რომელშიც 13 გუნდი მონაწილეობდა. გუშინ ნახევარფინალები გაიმართა, დღეს კი ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის.
გადამწყვეტი მატჩები საინტერესოდ წარიმართა, თუმც ფესტივალის მშვენება მისი ფინალი გამოდგა. მთელს ტურნირზე ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრა სწორედ ბოლო, ფინალური ჯახი აღმოჩნდა, რომელშიც ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „ორბი“ ერკინებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ „ორბმა“ მატჩი მძლავრად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ 12:2 იგებდა, „ჰიუნდაიმ“ მოახერხა მობილიზება და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მესამე მეოთხედის ბოლოს კი 24:22 დაწინაურდა. საბოლოოდ ლაშა თოიძისა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ 35:30 მოიგო და ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
მესამე ადგილზე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი (თსსუ) გავიდა, რომელმაც ოთხეულში გასული ერთადერთი რეგიონის გუნდი „ფოთი“ 46:26 დაამარცხა. ფინალური მატჩის ბოლოს მოეწყო დაჯილდოება, ასევე გამოარჩიეს საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებული “ჰიუნდაი”
ნახევარფინალები. 20 ივნისი
ფოთი – ორბი 20:42 (0:8; 8:6; 9:17; 3:11)
ფოთი: ჯანელიძე – 10, ლატარია, მალანია, ჯგუბუჩია, ხურცილავა -1, პერტაია -6, ქორჩილავა -1, ხავთასი , სინიცინი, სალაყაია – 2, პაპავა.
ორბი: მღებრიშვილი, მამალაძე -4, გიგაური, სვანიძე,მეცხვარიშვილი-4, ბოხუა, მჭედლიშვილი -2, ჭოლაძე -2, ჩალაბოვი -7, ყირიმელი -23.
თსსუ – ჰიუნდაი 20:46 (4:5; 6:10; 4:13; 6:18)
თსსუ: ქვილორია -4, დ.ავალიანი -2, გოგოლაშვილი -2, დოლიძე, ალავიძე -2, გ.კეკელიძე, გ.ავალიანი -2, კაციაშვილი, ნ.კეკელიძე, მამუკელაშვილი -4, ჩიგოგიძე -4, მაღლაკელიძე.
ჰიუნდა: გამყრელიძე -6, სისაური -2, ბეციაშვილი-4, ს. ქავთარაძე-2, გ.ქავთარაძე -11, ფიფია -2, კაკუბერი -4, ბითაძე-7, მაჭავარიანი -2, ცაგარეიშვილი-4, ფეიქრიშვილი-2, თოიძე.
მატჩი მე–3 ადგილისთვის. 21 ივნისი
თსსუ – ფოთი 46:26 (22:9; 10:2; 1:9; 13:6)
თსსუ: ქვილორია, დ.ავალიანი -5, გოგოლაშვილი -2, დოლიძე, ალავიძე -7, გ.კეკელიძე, გ.ავალიანი, კაციაშვილი -4, ნ.კეკელიძე -2, მამუკელაშვილი -20, ჩიგოგიძე -2, მაღლაკელიძე -4.
ფოთი: ჯანელიძე – 3, ლატარია, მალანია, ჯგუბუჩია, ხურცილავა -15, პერტაია -4, ქორჩილავა, ხავთასი , სინიცინი-4, სალაყაია, პაპავა.
ფინალი. 21 ივნისი
ორბი – ჰიუნდაი 30:35 (12:2; 2:10; 8:12; 8:11)
ორბი: მღებრიშვილი, მამალაძე , გიგაური, სვანიძე,მეცხვარიშვილი-4, ბოხუა, მჭედლიშვილი, ჭოლაძე, ჩალაბოვი, ყირიმელი -26.
ჰიუნდაი: გამყრელიძე -4, სისაური, ბეციაშვილი, ს. ქავთარაძე-1, გ.ქავთარაძე -17, ფიფია, კაკუბერი -5, ბითაძე-8, მაჭავარიანი, ცაგარეიშვილი, ფეიქრიშვილი, თოიძე.
საუკეთესოები
ჰიუნდაი -ალექსანდრე კაკუბერი, გიორგი გამყრელიძე
ორბი – ნიკა ყირიმელი, ლევან მჭედლიშვილი
თსსუ – ი. გოგოლიშვილი, ს. მამუკელაშვილი
ფოთი – ზ. ჯანელიძე, ს. ხურცილავა
ფინალში დამარცხებული “ორბი”