20 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

20 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 20 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. ნინო ყიფშიძისა ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირში მონაწილე 17 გუნდს შორის მე-16 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის ბოლო მატჩი ავსტრიასთან გამართა. მე-15 ადგილისთვის შეხვედრა ჩვენმა გოგონებმა დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით – 56:61 (სტატისტიკა).

ქართველებმა პირველი პერიოდი 19:7 მოიგეს და იმედი იყო, რომ ავსტრიელ თანატოლებთან გამარჯვებით დაასრულებდნენ ტურნრს, თუმცა მეტოქემ მეორე პერიოდში შეძლო ჩამორჩენის გვარიანად შემცირება და დიდ შესვენებაზე საქართველოს სოლიდური ლიდერობიდან მხოლოდ 2 ქულა დარჩა. 

ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქართველები 52:51 იგებდნენ, შემდეგ კი, ბოლო წუთამდე თანაბარი ანგარიში იყო და ავსტრიამ საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ტურნირზე მე-15 ადგილი დაიკავა – საქართველო კი მე-16-ზე გავიდა.

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი 19 ქულითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო თამარ პაპუაშვილი. ეკატერინე წივწივაძის ანგარიშზე 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 9-9 ქულა და მოხსნა მოაგროვა კესო ბარბაქაძემ, ხოლო სალომე სვანმა შეხვედრა 9 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.