20–წლამდელები: “აკადემიამ” “მაკაბისთან” გაისეირნა და “მართვესთან” ინერვიულა

24 მარტი. სასოფლო
აკადემია 92:78 მაკაბი
18:28 21:11 26:10 27:29
აკადემია: ბოქოლიშვილი (19), გასიტაშვილი (17), მეტაშვილი (12), მუმლაძე (10)
მაკაბი: ჯანგველაძე (36 ქულა, 14 მოხსნა), ლონდარიძე (12 ქულა,14 მოხსნა), კილაძე (12)
 
25 მარტი. სპორტის სასახლე
აკადემია 86:85 მართვე
ძირითადი დრო: 75:75
16:17 19:19 20:19 20:20 12:10
აკადემია: ბოქოლიშვილი (25), მეფარიშვილი (14), ბარბაქაძე (13), გასიტაშვილი (11)
მართვე: ლომოური (30), მეჭურჭლიშვილი (22), ჭიჭვეიშვილი (14), ბააკაშვილი (11 ქულა, 14 მოხსნა)
 

რუსთავი

12

11

1

23
მართვე

12

6

6

18
აკადემია

10

7

3

17
სამედიცინო

12

5

7

17
მაკაბი

11

5

6

16
ქუთაისი

11

0

11

11 
„აკადემიას“ სხვა გუნდებთან შედარებით ნაკლები მატჩები აქვს გამართული და ახლა მიჯრით უწევს ჩამორჩენის გაბათილება. გია კაზანჯიანის გუნდმა გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს 2 მატჩი მოილია და მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწია.
პირველი შეხვედრა გასეირნებასავით იყო: აკადემიელებმა წინა სეზონის ფინალისტი „მაკაბი“ იოლად დაამარცხეს. თუმცა ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდმა საწყისი მეოთხედი 10 ქულით მოიგო და არც პირველი ტაიმი დაუთმია – 39:39. აი, დიდი შესვენების შემდეგ კი ყველაფერი აკადემიელთა სასიკეთოდ წარიმართა. კაზანჯიანის გუნდმა მესამე ათწუთეული 15:0 გაქცევით დაიწყო, სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, არც კი უნერვიულია.
 
სამაგიეროდ, გუშინ ინერვიულეს აკადემიელებმა. „მართვესთან“ შეხვედრა ფაქტობრივად წაგებული იყო, თუმცა კახა შენგელიას გუნდი მოკლე სათადარიგოთა სკამმა დააღალატა და ბოლო მეოთხედში მოპოვებული 14–ქულიანი ლიდერობის მიუხედავად, დამარცხდა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, რაც 20–წლამდელთა ჩემპიონატში ამ სეზონში  პირველი შემთხვევაა.
 
„მართვეს“ აკლდა საუკეთესო მოთამაშე და ფარის ბატონ–პატრონი ლევან ტუხაშვილი, ვის არყოფნაშიც შენგელიას გუნდი პირწმინდად დაიჩაგრა მოხსნებში და ამიტომაც წააგო. თანაც „აკადემიას“ დაემატა სუპერლიგის გუნდ „სასოფლოს“ ერთ–ერთი გამორჩეული მოთამაშე გიგი ბარბაქაძე (პატარა „ველურა“), რომელმაც გუშინვე მოილია უმაღლესი ლიგის რეგულარული ჩემპიონატი და ახლა „სასოფლოს“ 20–წლამდელთა (დუბლიორთა) გუნდ „აკადემიას“ ეხმარება.
მიუხედავად ამისა, „აკადემია“ თითქმის მთელი თამაში მდევრის როლში იყო, ხოლო ბოლო მეოთხედში, როგორც ვთქვით, 14 ქულით ჩამორჩა. შეუდარებლად თამაშობდა მართველი ერეკლე მეჭურჭლიშვილი, რომელმაც ტუხაშვილის არყოფნაში თავისიანებს ფარქვეშ შეეხიდა და 8–დან რვავე ორქულიანი ჩააგდო. ზუსტად იგივე შედეგი (8–დან 8 ორიანი) ჰქონდა მის თანაგუნდელ აკაკი ლომოურს და ასეთმა ზუსტმა თამაშმა მოაპოვებინა სწორედ შენგელიას გუნდს ხელჩასაჭიდი უპირატესობა.
 
თუმცა ბოლო მეოთხედში მეჭურჭლიშვილი გავარდა, ვისაც „მართვეს“ ლიდერი გამთამაშებელი რატი ბააკაშვილიც მიჰყვა და ხსენებული სოლიდური უპირატესობაც გაუნიავდათ მართველებს.
საფინალო სირენამდე 31 წამი რჩებოდა, „მართვე“ კი 4 ქულას იგებდა და გამარჯვება ვერ შესძლო. „აკადემიას“ მოთამაშეებმა ერთ შეტევაში 4 სამქულიანი ესროლეს, ოთხივე ააცილეს და ოთხივეჯერ მათ მოიხელთეს ფარიდან ასხლეტილი ბურთი. საბოლოოდ მართველები მერაბ ბოქოლიშვილზე დაჯარიმდნენ და „აკადემიის“ ლიდერმა 2 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა.
 
დროის მოგების მიზნით აკადემიელები დავით მუმლაძეზე დაჯარიმდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ორივე სროლა ააცილა და საბოლოოდ თამაში ოვერტაიმში გადავიდა.
„აკადემიას“ იოლად უნდა მოეგო ლიდერების გარეშე დარჩენილი მეტოქესთვის, თუმცა დამატებით დროში თავადაც გაუვარდა წამყვანი მოთამაშე – გიგი ბარბაქაც – და ბოლო წუთებზე მაინც სანერვიულო გაუხდა: თუმცა 2 ქულით გაიმარჯვა და ცხრილში დაწინაურდა.
„მართვეს“ რომ მოეგო, თითქმის ინაღდებდა ოთხეულში (პლეი ოფში) მოხვედრას, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. 
 

აკადემია – მაკაბი. ბურთს ხსნის მაკაბელი რომა აჰმედიანი
 

აკადემია – მაკაბი
 

აკადემია – მართვე
 

 აკადემია – მართვე. დავიტთ მუმლაძის საბედისწეროდ აცილებული საჯარიმო