20–წლამდელები: სამედიცინომ პირველი გამარჯვება იზეიმა

2 თებერვალი. სასოფლოს დარბაზი
სამედიცინო 106:61 მართვე
21:17 29:18 28:14 28:12
სამედიცინო: ჩქარეული (28), გაბისონია (20 ქულა, 21 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა), ლეჟავა (20)
მართვე: ბააკაშვილი (17), მუმლაძე (16)

 

 

თამაში

მოგება

წაგება

ქულა
რუსთავი

5

4

1

8
მაქაბი

4

3

1

7
აკადემია

3

3

0

6
სამედიცინო

5

1

4

6
მართვე

5

1

4

6
ქუთაისი

4

1

3

5
 

ირაკლი ლეჟავა მართველების ფარქვეშ შეიჭრა
 
ცოტა მოულოდნელი შედეგით განახლდა საქართველოს ახალგაზრდული (20–წლამდელთა) ჩემპიონატი. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც მიმდინარე პირველობაზე გამარჯვება არ მოეპოვებინა, მთელი 45 ქულით დაამარცხა კახა შენგელიას “მართვე”.
“მედიკოსებმა” შესაშურად იბრძოლეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. განსაკუთრებით კი ირაკლი გაბისონიამ მოიწადინა, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა სამმაგი დუბლის შესრულებამდე: 20 ქულა, 21 მოხსა და 7 პასი. ამასთან “გაბიმ” 4 ჩაჭრაც გაახერხა და თამაში მართლაც შეთამბეჭდავი შედეგიანობით დაასრულა. აღსანიშნავია ასევე ვახტანგ ჩქარეულის 28 და ირაკლი ლეჟავას 20 ქულა, რომელტა კარგმა თამაშმაც “მართვეს” წარმატების შანსი გადაუწურა.