20-წლამდელებმა მორიგი ტური გამართეს

20-წლამდელებმა მორიგი ტური გამართეს

ვაკეში მდებარე საკალათბურთო დარბაზმა 20-წლამდელთა
მორიგი ტურის მატჩებს უმასპინძლა. დღის პირველ შეხვედრაში სტუ  ,,ოლიმპს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე
86:83 დაამარცხა.

მატჩი ,,ტექნიკოსთა” უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეორე და მესამე
მეოთხედებში ,,ოლიმპი” გააქტიურდა და მესამე მეოთხედი 15-ქულიანი მოგებით დაასრულა
– 60:45. ბოლო დასკვნით მეოთხედში სტუ-მ მოახერხა მობილიზება, გადამწყვეტ პერიოდში
31:23 იმარჯვა და მეტოქეს 3 ქულის სხვაობით სძლია.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში ორმაგი
დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა: ზურაბ მაჩალაძემ(22ქ.17მ), გიორგი ტეტელაშვილმა(13ქ.12
მ.8პ) და დავით კორძაძემ(17ქ.11მ), ხოლო ,,ოლიმპის” შემადგენლობაში საუკეთესო ლუკა
მინაშვილი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 35 ქულა შესძინა.

საინტერესო გამოდგა ,,სოხუმისა ”და ,,დინამოს” დაპირისპირება,
სადაც დინამოელებმა 84:77 იმარჯვეს. შეხვედრა გუნდების გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობა,
თუმცა საბოლოოდ ,,დინამომ” იძალა და მატჩი თავისსასარგებლოდ დაასრულა.

სოხუმელთაგან 28 ქულით რეზო როგავა გამოირჩა, ხოლო
,,დინამოს ” 27 ქულით დუდა სანაძემ ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალეს ირაკლი ალხანაიძემ(16ქ.15მ)
და გიგა მეხრიშვილმა (17ქ.11მ).

დღის  დასკვნით
მატში შსს-მ ,,ქუთაისს” უმასპინძლა და მეტოქე 67:50 დაამარცხა. გამარჯვებულებს 22 ქულით
მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერა, ხოლო 19 ქულითა და 
13 მოხსნით ორმაგი დუბლი ნოდარ თენეიშვილმა შეასრულა. ქუთაისელთა რიგებში ორმაგი
დუბლი სამმა კალათბურთელის ანგარიშზეა: ავთანდილ ლომინაშვილის(22ქ.15მ) , თემურ ფხაკაძის(15ქ.11მ)
და ნოდარ მესხის (11ქ.13მ).