20–წლამდელებმა პლეი ოფამდე შესვენება გამოაცხადეს

14 აპრილი. აგრარული
აკადემია 76:92 მაკაბი
21:20 19:21 16:21 20:30
აკადემია: ბოქოლიშვილი (22), ჯავახიშვილი (16)
მაკაბი: ჯანგველაძე (47 ქულა, 18 მოხსნა), ლონარიძე (25 ქულა, 21 მოხსნა)
 

რუსთავი

15

12

3

27
აკადემია

15

10

5

25
მართვე

15

10

5

25
მაკაბი

15

7

8

22
სამედიცინო

15

6

9

21
ქუთაისი

15

0

15

15 
 
„აკადემია“–„მაკაბის“ მატჩით დასრულდა 20–წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი და 23 აპრილამდე შესვენება გამოცხადდა. ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, გუნდებს ცხრილში ადგილები განაწილებული ჰქონდათ და კალათბურთელებმაც ლაღი თამაში გააჩაღეს, რომელშიც მაკაბელმა გიორგი ჯანგველაძემ 47 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს ნახევარფინალში. მოედნის უპირატესობა ამათ შორის არ მოქმედებს, რადგან „აკადემიაც“ თბილისური გუნდია და „მართვეც“. აი, „რუსთავისა“ და „მაკაბის“ დაპირისპირებაში კი მოედნის უპირატესობა რეგიონული გუნდის მხარესაა. თუკი სერიაში მესამე, გადამწყვეტი მატჩის გამართვის საჭიროება შეიქმნა, ფინალში გასასვლელ ამ შეხვედრას რუსთავ–ქალაქი უმასპინძლებს.