20-წლამდელთა “ბ” ლიგა: “აკადემია” ფინალში გავიდა, “ზაზამ” “აფხაზეთს” გაუთანაბრა

20-წლამდელთა “ბ” ლიგა: “აკადემია” ფინალში გავიდა, “ზაზამ” “აფხაზეთს” გაუთანაბრა

20-წლამდელთა “ბ” ლიგაში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. თემურ კანკიას გაწვრთნილმა “აკადემიამ” ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “ალფას” და ფინალში გავიდა. აკადემიელებს პირვე ნახევარში გაუჭირდათ, “ალფა” ბოლომდე იბრძოდა და კარგა ხანს ლიდერობდა, თუმცა მეორე პერიოდიდან “აკადემიამ” მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა და გამარჯვებამდე იოლად მივიდა.

საბოლოოდ “აკადემიამ” 76:63 (სტატისტიკა) მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ან “ზაზა”, ანაც “აფხაზეთი” იქნება. ამ გუნდების სერიაში დღეს ანგარიში გათანაბრდა – 1:1. “აფხაზეთმა” გუშინ დაძაბულ ბრძოლაში სძლია “ზაზას”, დღესაც არანაკლები ბრძოლა შედგა, რომლის ბოლო მომენტში “ზაზამ” იმარჯვა და სერია გაათანაბრა. საბოლოო ანგარიშია 97:92 (სტატისტიკა). ამ გუნდების ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი 7 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.