20-წლამდელთა “ბ” ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი “აფხაზეთი” გახდა

20-წლამდელთა “ბ” ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი “აფხაზეთი” გახდა

დასასრულს უახლოვდება 20-წლამდელთა “ბ” ლიგის გათამაშება, რომლის ორგანიზატორიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოსმედალოსანი გამოვლინდა. მე-3 ადგილისთვის მატჩში “აფხაზეთმა” 77:68 (სტატისტიკა) დაამარცხა “ალფა” და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა.

მატჩი ემოციური გამოვიდა, თუმცა ის აფხაზეთის გუნდის ლიდერობით როგორც დაიწყო, ისევე დასრულდა. ალფელები ცდილობდნენ წამოწევას, მაგრამ შეხვედრა ისე დასრულდა, საწადელს ვერ მიაღწიეს.

გამარჯვებულთაგან 38 ქულით და 24 მოხსნით შეუჩერებელი იყო ლუკა კალატოზიშვილი, რომელმაც გუნდის გამარჯვება პირადად განაპორობა. მას 13 ქულით ვალერი ჩხიტუნიძე, ხოლო 11 ქულითა და 10 პასით საბა სიფრაშვილი დაეხმარნენ.

ნამატჩევს მე-3 ადგილის მფლობელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა, მამუკა ლომაძემ და კახა ნუცუბიძემ ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

ფინალურ სერიაში, რომელიც 2 მოგებამდეა, “აკადემია” და “ზაზა” ხვდებიან.