20-წლამდელთა “ბ” ლიგის მატჩებში “აკადემიამ” და “ზაზამ” გაიმარჯვეს

20-წლამდელთა “ბ” ლიგის მატჩებში “აკადემიამ” და “ზაზამ” გაიმარჯვეს

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 20-წლამდელთა “ბ” ლიგის 2 მატჩი გაიმართა. ეს გახლავთ ტურნირი, რომლის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარმაჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა.

20-წლამდელთა პირველობაში 6 გუნდი ასპარეზობს – აკადემია, ვინგსი, ალფა, ზაზა, აფხაზეთი და თსუ. ტურნირის რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

ტურნირი 19 თებერვალს, 2 მატჩით დაიწყო, დღეს კი კიდევ 2 შეხვედრა ჩატარდა. პირველ მატჩში ერთმანეთს “ალფა” და “აკადემია” შეხვდნენ. ალექს ჯაფარიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა მეტოქე 109:66 დაამარცხეს. ბრძოლა არც მეორე მატჩში არ შედგა. “ზაზას აკადემიამ” 96:68 სძლია “ვინგსს”.

20-წლამდელთა “ბ” ლიგის მორიგი 2 მატჩი 11 მარტს გაიმართება.

ალფა – აკადემია
სტატისტიკა: 66:109

ვინგსი – ზაზა
სტატისტიკა: 68:96