20-წლამდელთა “ბ” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

20-წლამდელთა “ბ” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

დასრულდა 20-წლამდელთა “ბ” ლიგის გათამაშების რეგულარული ჩემპიონატი. ტურნირის მონაწილე 6-მა გუნდმა 2 წრე ითამაშა და საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფიში გავიდა. ესენი არიან: “აკადემია”, “ზაზა”, “აფხაზეთი” და “ალფა. გუნდებმა რეგულარულში ადგილები ამ მიმდევრობით დაიკავეს და შესაბამისად, პლეი ოფშიც სტანდარტული ფორმატით დაწყვილდნენ: პირველი მეოთხეს შეხვდა, ხოლო მეორე – მესამეს.

რაც შეეხებათ თსუ-ს და “ვინგსს”, ამ გუნდებმა შესაბამისად მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავეს და სეზონიც ამ ადგილზე დაასრულეს. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ბოლო ტურში “აკადემიამ” იოლად – 118:71 (სტატისტიკა) დაამარცხა “ვინგსი” და პირველი ადგილი საბოლოოდ გაიფორმა. 

მეორე შეხვედრაში ბრძოლა მე-3 ადგილისთვის იყო. “აფხაზეთი” და “ალფა” ბოლო ტურამდე ცხრილში თანაბრად იყვნენ. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 84:80 (სტატისტიკა) მოიგო “აფხაზეთმა” და რეგულარულში მე-3 ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ნახევარფინალში “ზაზას” შეუწყვილდა.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში “ზაზამ” 97:92 (სტატისტიკა) სძლია თსუ-ს. პლეი ოფი ნახევარფინალური სერიებით დაიწყება. სერიის პირველი მატჩები 2, ხოლო მეორე – 3 მაისს გაიმართება. ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც სერიაში 2 გამარჯვებას მოიპოვებს. ფინალური სერიაც 2 მოგებამდე იქნება.