20–წლამდელთა ჩემპიონატი: რუსთველებმა “მართვე” დაამარცხეს

მართვე 89:114 რუსთავი
21:26 18:26 21:33 29:29
მართვე: მუმლაძე (24 ქულა, 11 პასი), კვეტენაძე (19 ქულა, 10 მოხსნა), ჭიჭვეიშვილი (14), ლომოური (14)
რუსთავი: მაჭავარიანი (18), დვალიშვილი (17 ქულა, 18 მოხსნა), ხმელიძე (16), ჩაჩანიძე  (11), აბაიშვილი (10)
 

 

თამაში

მოგება

წაგება

ქულა
რუსთავი

5

4

1

8
მაქაბი

4

3

1

7
აკადემია

3

3

0

6
ქუთაისი

4

1

3

5
სამედიცინო

4

0

4

4
მართვე

4

1

3

5
 
გუშინ, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა 20–წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა, რომელშიც კახა შენგელიას „მართვე“ ბადრი კიკვიძის „რუსთავს“ დაუპირისპირდა და 89:114 დამარცხდა.
შეხვედრა ვერ გამოვიდა ისეთი დაძაბული, ამ ჩემპიონატის მატჩებში რომ ხშირადაა ხოლმე. მოქმედმა ჩემპიონმა და ახლაც გათამაშების ლიდერმა რუსთავულმა გუნდმა მეტნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ იოლად მოუგო შენგელიას გუნდს და ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ დაკარგული ქულებით პირველობა „აკადემიასია“, რომელსაც წაგება არ განუცდია, თუმცა ნაკლები მატჩები აქვს გამართული.
 

რუსთაველი ლევან ხმელიძე