20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ესტონეთთან 3 მეოთხედი იომა

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ესტონეთთან 3 მეოთხედი იომა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ესტონეთს ღირსეულად ეომა, მაგრამ ბოლო მეოთხედში ვეღარაფერს გახდა. ეს ის ესტონეთია, 5 და 6 ივლისს ტალინში 2 ამხანაგური მატჩი დიდი სხვაობით რომ მოგვიგო. ქართველებს შანსი ჰქონდათ, რევანში აეღოთ, თუმცა როგორც ვთქვით, ბოლო მეოთხედში ძალები აღარ ეყოთ. სანამ მატჩის მიმდინარეობაზე გადავალთ, საქართველოს ნაკრების ჯგუფს წარმოგიდგენთ.
საქართველოს ნაკრები 13-16 ადგილების გასათამაშებელ საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა. ქართველებთან ერთად ჯგუფი მონტენეგრომ, შვედეთმა და ესტონეთმა შეავსეს, რომლებმაც უსტიაშვილის გუნდის მსგავსად პირველ ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი წააგეს. საკვალიფიკაციო ჯგუფში გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდებიან, ანუ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ შეხვედრასთან ერთად 6 მატჩის გამართვა მოუწევს.
ესტონეთთან შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყო. მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა და პირველი მეოთხედის მე-7 წუთისთვის 16:12 იგებდა, ბექა ბურჯანაძეს კი ამ მომენტისთვის პირად ანგარიშზე 10 ქულა ჰქონდა. მომდევნო ორწუთნახევარი საქართველომ 0:7 წააგო და 16:19 ჩამორჩა. დარჩენილ დროში რევაზ როგავას ორჯერ მიეცა სროლის საშუალება, თუმცა ააცილა და პირველი პერიოდი ესტონელთა სამქულიანი უპირატესობით დასრულდა.
მეორე ათწუთეულის დასაწყისში ოთო ფხაკაძემ 2 ორქულიანი ააცილა, რაც ესტონელებმა არ გვაპატიეს და ნურგერისა და პაასოიას ზუსტი სროლებით 26:16 დაწინაურდნენ. აქ კი ცოტა გამოფხიზლდნენ ჩვენები და ბურჯანაძე-ფხაკაძის ორქულიანებით ჩამორჩება 6 ქულამდე შეამცირეს – 20:26. ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა წავიდა. სამიზნე გაისწორა დუდა სანაძემ და ზედიზედ რამდენიმე ქულა მოიპოვა, რასაც ჩამორჩენის 3 ქულამდე სემცირება მოჰყვა, მაგრამ ესტონელებიც გამოიღებდნენ ხოლმე ხელს და ლიდერობას იმყარებდნენ. პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბალტიისპირელები 39:31 იგებდნენ. ბოქოლიშვილისა და ფხაკაძის ზუსტი საჯარიმოებით ქართველებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, ტაიმი კი ესტონელთა სასარგებლოდ – 43:36 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ ირაკლი ალხანაიძე ათამაშდა, რომელმაც ზედიზედ 5 ქულა მიითვალა და ესტონელთა ლიდერობა ორამდე შეკვეცა, თუმცა უსტიაშვილის გუნდს კვლავ გაეპარა მეტოქის შეტევები და ესტონელები კვლავ 7 ქულით დაწინაურდნენ – 50:47. აქ კი ქართველებმა ხასიათი გამოავლინეს და წინ გაჭრილ მეტოქეს კვლავ წამოეწივნენ: ფხაკაძის და ბურჯანაძის სამქულიანების სემდეგ ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა – 49:50 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 5:50 წუთით ადრე. ესტონელებმა სასწრაფოდ წუთშესვენება აიღეს.

ქარტველები ვერც წუთშესვენებამ დააშოშმინა. ბექა ბურჯანაძის სამქულიანის შემდეგ ანგარიში გათამაბრდა – 52:52. ესტონელები დაიბნენ, ლაანემ შეტევაში ბურთი დაკარგა, ხოლო ფხაკაძემ სწრაფი შეტევით ორქულიანი ჩააგდო, პლუს მეტოქეს აიძულა, დაჯარიმებულიყო. ზუსტი საჯარიმოს შემდეგ საქართველო წინ 3 ქულით გაიჭრა – 55:52. სწრაფი თამაში გახურდა, ორმხრივი სეტევებითა და შეცდომებით. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ მესამე მეოთხედი ესტონელების გამარჯვებით 63:60 დასრულდა.
თამაში ესტონელთა გაქცევით განახლდა. რაანესა და მესალუს ზუსტი სროლების შემდეგ ესტონეთმა ძველი უპირატესობა დაიბრუნა – 70:60. ესტონელებმა ერთწუთიანი მონაკვეთი 7:0 მოგვიგეს, რასაც ქართველთა მწვრთნელის წუთშესვენება მოჰყვა. განახლდა თამაში და ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც იმ მომენტისთვის 21 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, მეოთხე პერსონალური ჯარიმა მიიღო. თანაც ესტონელებმა სეტევა წარმატებით დაასრულეს და 12 ქულით გალიდერდნენ. დუდა სანაძემ ტექნიკური ჯარიმა მიიღო, რასაც ესტონელთა ზუსტი საჯარიმოები მოჰყვა და ანგარიში 74:60 გახდა. ეს უკვე ბალტიისპირელთაგან გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი იყო. დარჩენილ დროში ქართველებმა ვეღარ მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, შეხვედრა აღარ დაძაბულა. ესტონელებმა საბოლოოდ 87:73 მოიგეს.
ქარტველთაგან ბურჯანაძესთან ერთად ჩინელულად ითამაშა ირაკლი ალხანაიძემ, რომელმაც 18 წუთში 17 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ალხანაიძემ 8-დან 6 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
საქართველოს ნაკრები ხვალ, 17 ივლისს, მონტენეგროს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. ლიუბლიანა. 16 ივლისი
ესტონეთი 87:73 საქართველო
19:16, 24:20, 20:24, 24:13
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=14995