20-წლამდელთა ნაკრები მოსამზადებლად ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება

20-წლამდელთა ნაკრები მოსამზადებლად ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება

ხვალ, 10 ივლისს, საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები შეკრებას დაიწყებს. დიღომში მდებარე „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე დავით უსტიაშვილი 20 კანდიდატს შეკრიბავს, რომელსაც პერიოდულად გაცხრილავს და 1 ივლისს საერთაშორისო ტურნირზე, ჰოლანდიაში იხმობს.
 
ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 1–3 ივლისს გაიმართება, გენერალური რეპეტიცია იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი). დავით უსტიაშვილის გუნდი ნიდერლანდებში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ჰოლანდიის 20 და 23–წლამდელთა და ავსტრიის 20–წლამდელთა ნაკრებებთან.
 
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ბოსნია–ჰერცოგოვინის დედაქალაქი სარაევო 14–24 ივლისს უმასპინძლებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების მეტოქეები პოლონეთი, ესტონეთი, შვეიცარია, რუმინეთი და მაკედონია იქნებიან. ქართველები ჰოლანდიიდან საქართველოში დაბრუნდებიან და ოფიციალური მატჩებისთვის მზადებას სამშობლოში გააგრძელებენ.
 
აი, ის შემადგენლობა, რომელიც 20–წლამდელთა ნაკრების პირველ შეკრებაზეა დაბარებული:
 

 
ლევან ელიაძე, რომელიც ამ სიაშია, შეკრებაზე არ იქნება. მან 1 თვის წინ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაცია ვერ მოასწრო.