20-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მორიგ მატჩში ღირსეულად ითამაშა და ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს მესამე მეოთხედამდე უგებდა, თუმცა ძალები ბოლომდე აღარ გასწვდა და საბოლოოდ დამარცხდა – 61:75.
 
საბერძნეთს საქართველომდე სერბეთი და გერმანია ჰყავდა დამარცხებული და 2 წაგების მქონე ქართველებთან უპირიბო ფავორიტად მიიჩნეოდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და მესამე მეოთხედამდე მეტოქეს ჯაბნიდა. შესანიშნავად თამაშობდა გიორგი ცირეკიძე, რომელიც 2 მეტრსაა აცილბული, თუმცა კარგად დაყენებული სროლის ხარჯზე მეტოქეს პერიმეტრიდან პრობლემებს უქმნიდა.
 
ცირეკიძემ საბოლოოდ 21 ქულა მოაგროვა და მატჩის ბომბარდირი გახდა. მან 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 3 ორიანი და 4-დან 3 საჯარიმო მოაყოლა. მას მხარს კარგად უბამდნენ უკანახაელები – ირაკლი მიქელაძე და ოთარ ფხაკაძე, შედეგად კი საქართველომ პირველი მეოთხედი 21:17 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედის შუაწელში 9 ქულითაც დაწინაურდა – 35:26. 9-ქულიანი სხვაობა (40:31) იყო ტაიმის დასრულებამდე 2,42 წუთით ადრეც, თუმცა ქართველებმა სოლიდური ლიდერობა ვერ შეინარჩუნეს და დიდი შესვენებისთვის უსტიაშვილის გუნდი კვლავ 4 ქულას იგებდა – 41:37.
 
მესამე მეოთხედი ქართველებმა ჩააგდეს და მატჩიც ამის გამო წააგეს. ბერძნებმა 10-წუთეული 27:11 მოიგეს და ქულების უმეტესობა შორი სროლებით მოაგროვეს. ქართველებმა ვერ მოახერხეს პერიმეტრის საიმედოდ გადაკეტვა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ბერძნები 12 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა კი მოახერხა ბერძნების მიძალების შეჩერება, თუმცა ჩამორჩენის გაბათილება ვეღარ შეძლო და ჯგუფში მე-3 მარცხი განიცადა.
 
საქართველოს მთავარი ამბები ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ელის – როცა დაიწყება ბრძოლა A დივიზიონში დასარჩენად. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ქართველები ხვალ, 13 ივლისს, სერბეთთა ჩაატარებენ. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
 
უკვე ცნობილია, რომ საქართველო ჯგუფიდან ვერ გავა და A დივიზიონში დასარჩენად ბრძოლა B ჯგუფის მე-5 და მე-6 ადგილოსნებთან მოუწევს.
 
საბერძნეთი 75:61 საქართველო
17:21, 20:20, 27:11, 11:9
 სრული სტატისტიკა:  75:61
video-მიმოხილვა: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ErJ3MffvGco
სატურნირო ვითარება

1.

ლიტვა

3

3/0

249/175

6
2.

საბერძნეთი

3

3/0

219/190

6
3.

გერმანია

3

1/2

207/214

4
4.

საქართველო

3

0/3

185/271

3
5.

სერბეთი

2

0/2

137/147


 
მატჩის შემდეგ ტალინში შევეხმიანეთ საქართველსო ნაკრების თავკაც დავით უსტიაშვილს, რომელმაც შემდეგი კომენტარები გააკეთა:
– მატჩს მესამე მეოთხედამდე ვაკონტროლებდით, სოლიდური უპირატესობაც გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე ვეღარ გავძელით და დავმარცხდით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლო, ყველა დაიხარჯა. სხვანაირად ისეთ ძლიერ გუნდთან ტოლ-სწორად თამაში, როგორიც საბერძნეთია, შეუძლებელი იქნებოდა.
– ძალიან გვაკლია ბექა ბურჯანაძე. ის რომ გვყოლოდა, რეალურად შეიძლებოდა წარმატებებზე ფიქრი, თუმცა გუნდი უმატებს და ვფიქრობ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დივიზიონში დასარჩენად მოგვიწევს ბრძოლა, უკეთესად ვითამაშებთ.
– ლიტვასთან მატჩი აშკარად ჩავაგდეთ. ვერც ერთმა ჩვენმა კალათბურთელმა ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. დღეს კი არანაკლებ ძლიერ საბერძნეთს ტოლი არ დავუდეთ, რაც იმედს იძლევა.
– აღსანიშნავია, რომ 12-დან  8 მოთამაშე ასაკით პატარაა და 20-წლამდელებში მომავალ წელსაც მოუწევს თამაში. ისინი პირველად გამოდიან ამ ასაკში და ცხადია, დიდი წნეხის ქვეშ არიან. ვნახოთ, რომელი გუნდები გამოვლენ სხვა ჯგუფებიდან, ვისთან მოგვიწევს A დივიზიონში დასარჩენად ბრძოლა. ხვალ სერბეთს ვეთამაშებით და ვეცდებით, ეს შეხვედრა კარგად გამოვიყენოთ.