20-წლამდელთა ნაკრების მარცხიანი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

20-წლამდელთა ნაკრების მარცხიანი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატი. კონტინენის უძლიერეს გუნდებთან ერთად ფინალურ ეტაპზე მონაწილე დავით უსტიაშვილის კრებულმა ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლატვიასთან წააგო.
შეხვედრა ლატვიელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბალტიისპირელთა გამარჯვებით – 88:50 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ეცადა, მაგრამ გაცილებით უკეთ მოთამაშე მეტოქესთან არაფერი გამოუვიდა.
ლატვიელებს იანის ტიიმამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველთაგან ბომბარდირი მერაბ ბოქოლიშვილი გახდა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. ათქულაინ ზღვარს გადააბიჯეს დუდა სანაძემ (12) და ბექა ბურჯანაძემ (11), მაგრამ წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს ხვალ გამართავს. უსტიაშვილის გუნდის მეტოქეები თურქები იქნებიან. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც თურქეთი ესპანეთს ხვდება, დღეს მოგვიანებით დასრულდება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. დომჟალე. 12 ივლისი
ლატვია 88:50 საქართველო
21:11, 19:11, 22:13, 26:15
სრული სტატისტიკა იხილეთ ამ ბმულზე: http://u20men.fibaeurope.com/en/cid_FW2Ym8GSJEAe2vpbWdQMR0.gameID_8753-C-2-1.compID_UIfgjyQcGqk-fPlnl66Tj0.season_2012.roundID_8745.teamID_.html