ლატვიაში, ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მოასპარეზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც იოლად მოიგო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის მეორე წრის პირველ მატჩში ტალინის “კალევი” 82:47 დაამარცხა, ხოლო მოგვიანებით შვედურ “ალვიკსაც” დიდი სხვაობით – 82:54 (სტატისტიკა) დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებში პირველი მატჩის მსგავსად გიორგი კორსანტია გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 4 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 14 ქულა მოაგროვა ნიკა ლოლიშვილმა, ხოლო ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.
9 დეკემბერს საქართველოს ნაკრები 2 მატჩს გამართავს.
საქართველო – ოლიმპი 97 (რუსეთი) 12:00, 9 დეკემბერი
ლულეა (შვედეთი) – საქართველო 17:30, 9 დეკემბერი
ჩერქეზიშვილის გუნდი მეორე წრის ბოლო მატჩს 10 დეკემბერს გამართავს, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება.