20-წლამდელთა ფინალში “აკადემიამ” “ზაზას” გაუთანაბრა და გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა

20-წლამდელთა ფინალში “აკადემიამ” “ზაზას” გაუთანაბრა და გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა

20-წლამდელთა “ბ” ლიგის გათამაშების ფინალური სერიის მეორე მატჩში “აკადემიამ” “ზაზა” დაამარცხა. შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 მაისს დანიშნულ მე-3 შეხვედრას ვინც მოიგებს, ჩემპიონი გახდება.

დღევანდელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავიდან “აკადემია” იგებდა, შემდეგ – “ზაზა”, შემდეგ ისევ აკადემიელები გალიდერდნენ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ბოლო წუთებზე ისეთი ვითარება შეიქმნა, წარმატების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. “აკადმემია” 4 ქულით ლიდერობდა, შეხვედრის დასრულებამდე კი 28 წამი რჩებოდა, როცა მატჩის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშე, ლაშა მიქელაძე “ზაზას” უკანახაზელ დაჩი ქავთარაძეზე არასპორტულად დაჯარიმდა.

ქავთარაძეს ორივე საჯარიმო რომ ჩაეგდო, ჩამორჩენას 2 ქულამდე შეამცირებდა და “ზაზას” გასათანაბრებლად, თუნდაც წინ გასასვლელად საკმარისი დრო ექნებოდა, თუმცა ვერც ერთი გამოიყენა, ხოლო ბონუს-შეტევაში ირაკლი კილაძემ ორჯერ ააცილა ფარქვეშიდან და შეხვედრის ბედიც გაირკვა. თემურ კანკიას გაწვრთნილმა “აკადემიამ” საბოლოოდ 73:67 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერია გაათანაბრა.

აკადემიელებს ლაშა მიქელაძემ 23 ქულა-16 მოხსით ულიდერა. 19 ქულა მოაგროვა ლუკა მაზიაშვილმა, ხოლო ირაკლი ხულხანიშვილმა შეხვედრა 12 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. “ზაზაში” 16 ქულა დაჩი ქავთარაძემ, ხოლო 16 ქულა და 10 მოხსნა ირაკლი კილაძემ მიითვალა. 13 ქულა და 11 მოხსნა ნიკა მეცხვარიშვილის, ხოლო 11 ქულა და 15 მოხსნა ზურა ჟღენტის ანგარიშზეა.

საჩემპიონო, სერიის მე-3 მატჩი 12 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 19:15 საათზე გაიმართება.