2000 წელს დაბადებულთა ფესტივალი დაიწყო

ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში ახალგაზრდული ფესტივალი დაიწყო. შეჯიბრი ყოველწლიურად ტარდება და მასში 11-წლამდე მოზარდები ასპარეზობენ. დღეს დაწყებულ საკალათბურთო ფესტივალში 10 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი.
 
I ჯგუფი
მართვე I
ორბი
გორი
რუსთავი
ბოლნისი
 
II ჯგუფი
აკადემია
მართვე II
ჰიუნდაი
ქუთაისი
ზესტაფონი
 
ფესტივალი წრიული სისტემით გაიმართება. ჯგუფებში ყველა გუნდი თითოჯერ შეხვდება ერთმანეთს და პირველ ადგილზე გასული  გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. ჯგუფებში პარალელურ ადგილებზე გასული გუნდები კი ერთმანეთს შესაბამისი ადგილებისთვის დაუპირისპირდებიან.