2001-წლიანთა ფესტივალის ფინალში “აკადემია” და “ჰიუნდაი” დაუპირისპირდებიან

2001-წლიანთა ფესტივალის ფინალში “აკადემია” და “ჰიუნდაი” დაუპირისპირდებიან

2001-წლიანთა მინისაკალათბურთო ფესტივალის ფინალში „აკადემია“ და „ჰიუნდაი“ შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს საკალათბურთო აკადემიაში გამართული ნახევარფინალები მოიგეს.
 
გამართული 2 მატჩიდან 1 ძალიან დაძაბული იყო, მეორე კი – პირიქით. „ჰიუნდაისა“ და „კარდინალს“ შორის გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. თითქმის მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. „კარდინალი“ ბოლო მეოთხედში 5 ქულით ლიდერობდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ჰიუნდაელებმა, უფრო კი მათმა უკანახაზელმა დაჩი ქავთარაძემ მოგებისთვის მაქსიმუმი გააკეთა. ქავთარაძესთან ერთად შედეგიანად ითამაშა ბექა ფეიქრიშვილმა – მხოლოდ ამ ორ კალათბურთელზე მოდის „ჰიუნდაის“ მიერ ჩაგდებული ბურთები მე-2, მე-3 და მე-4 მეოთხედებში. საბოლოოდ ჰიუნდაელებმა 33:31 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
 
მეორე ნახევარფინალში ბრძოლა არ შედგა. „აკადემიამ“ ძალიან იოლად – 73:14 დაამარცხა მართვე და ფინალში „ჰიუნდაის“ დაუპირისპირდება. საკალათბურთო აკადემიის დარბაზში მე-3 ადგილისთვ ის მატჩი, რომელშიც „მართვე“ და „კარდინალი“ შეხვდებიან“, 13 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალი 14 საათზეა დანიშნული.
 
3 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ჰიუნდაი – კარდინალი    33:31 (15:15, 3:4, 4:6, 11:6)
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი (17)
კარდინალი: ბიჭიაშვილი (12)
 
აკადემია – მართვე          74:13 (21:3,16:1, 10:8 , 26:2)
აკადემია: ზურაბაშვილი (18)
მართვე: მახარაძე (2)