2001-წლმდელთა ფესტივალი: ჰიუნდაი და რუსთავი პლეი ოფში ნაადრევად გავიდნენ

2001-წლმდელთა ფესტივალი: ჰიუნდაი და რუსთავი პლეი ოფში ნაადრევად გავიდნენ

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ორმა გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ესენია „რუსთავი“ და ‘ჰიუნდაი“, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში დაუმარცხებლად ასპარეზობენ.
დღეს ორივე ამ გუნდმა კვლავ იოლი გამარჯვებები მოიპოვა. ჰიუნდაელებმა „ორბი“ 10 ქულის სხვაობით დაამარცხეს, ხოლო რუსთავმა „გორი“ 40:14 გაანადგურა. მართალია, ხვალ ბოლო ტურია სათამაშო, თუმცა რომც წააგონ, „ჰიუნდაი“ და „რუსთავი“ ჯგუფიდან გამსვლელ ორ საუკეთესო გუნდში მაინც მოხვდებიან.
„ა“ ჯგუფში ნახევარფინალის მეორე საგზურისთვის „თბილისი“ და „ორბი“ იბრძოლებენ, რომლებიც ხვალ ერთმანეთს ხვდებიან, ხოლო „ბ“-ში პლეი ოფში გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობა „გორისა“ და „აკადემიას“ დაპირისპირებაში გაირკვევა. კვლავ შეგახსენებთ, რომ „ა’ ჯგუფში მოთამაშე გოგონათა გუნდი „ბასტიონი“ ფესტივალზე უკონკურსოდაა დაშვებული და მისი შედეგები მხედველობაში არ მიიღება.

2001 წელს დაბადებულთა ფესტივალი მინი კალათბურთში. ჯგუფური ეტაპი. 10 ივნისი
„ა“ ჯგუფი
ორბი – ჰიუნდაი  19:29
9:2, 5:11, 3:8, 2:8
ორბი: გორგაძე 9, ნიკოლაიშვილი 5
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი 19, ქავთარაძე 4
ბასტიონი – თბილისი   15:29
4:6, 2:9, 3:8, 6:6
ბასტიონი: სილაგავა 6, მაჩალაძე 4, დარჩია 4
თბილისი: გოდერძიშვილი 14, ცომაშვილი 13
 
„ბ“ ჯგუფი
გორი – რუსთავი 14:40
2:10, 0:10, 3:10, 9:10
გორი: ქურდაძე 12, მძინარიშვილი 2
რუსთავი: ესებუა 8, მუსაევი 6
კარდინალები – აკადემია    25:36
7:0, 6:16, 11:8, 1:12
კარდინალები: შარმიაშვილი 17, დოლიძე 8
აკადემია: ზურაბაშვილი 29, ცხვირავაშვილი 4
სატურნირო მდგომარეობა
„ა“ ჯგუფი
ჰიუნდაი          2          2          0          +37      4
ორბი               2          1          1          +10      3
თბილისი        2          1          1          -13       3
ბასტიონი        2          0          2          -34       2
 
„ბ“ ჯგუფი
რუსთავი         2          2          0          +27      4
აკადემია         2          1          1          +10      3
გორი              2          1          1          -19       3
კარდინალები 2          0          2          -18       3