2002-წლამდელთა ჩემპიონატი: ფინალში ერთმანეთს “აკადემია” და “ქუთაისი” შეხვდებიან

2002-წლამდელთა ჩემპიონატი: ფინალში ერთმანეთს “აკადემია” და “ქუთაისი” შეხვდებიან

2002-წლამდელა ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილია. პირველობისთვის ერთმანეთს „აკადემია“ და „ქუთაისი“ შეხვდებიან. დღეს ამ გუნდებმა ნახევარფინალურ მატჩებში მეტოქეები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.
 
„ქუთაისისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. პირველი პერიოდი იმერულმა კლუბმა 2 ქულით მოიგო, თუმცა მეორე 7-წუთეულში ქვემოქართლელებმა 11:3 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
 

 
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა ტემპს და სიზუსტეს უმატეს. მესამე პერიოდი 13:6 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა იმერლებმა წარმატებით შეინარჩუნეს და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით, 39:31 იმარჯვეს.
 
მეორე ნახევარფინალში „აკადემიამ“ „ოვერტაიმი“ დაამარცხა. შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგა და აკადემიელეთა მცირე უპირატესობით დასრულდა. მეორე პერიოდიდან მასპინძლებმა მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 14 ქულით იგებდნენ. „ოვერტაიმმა“ გოლიაძის აქტიურობით ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლო, მაგრამ ეს იყო მისი მაქსიმუმი. საბოლოოდ „აკადემიამ“ 44:36 გაიმარჯვა და ფინალში „ქუთაისს“ შეუწყვილდა.
მესამე ადგილისთვის მატჩი „ოვერტაიმსა“ და „რუსთავს“ შორის 27 ივნისს, 14 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „აკადემია“ და „ქუთაისი“ შეხვდებიან, 15 საათზე გაიმართება.
 
 
26 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ნახევარფინალი
ქუთაისი – რუსთავი                  39:31 (7:5, 3:11, 13:6, 16:9)
ქუთაისი: ა. მერკვილაძე (16)
რუსთავი: ზ. ვაშაკიძე (11)
 
აკადემია – ოვერტაიმი              44:36 (6:3, 13:7, 14:7, 11:19)
აკადემია: გ. გოდერძიშვილი (12)
ოვერტაიმი გ. გოლიაძე (8)