2002-წლამდელთა ჩემპიონატში ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა

2002-წლამდელთა ჩემპიონატში ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა

53-ე სკოლამ 2002-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურს უმასპინძლა. მატჩები საინტერესოდ წარიმართა და რამდენიმე ისეთი შედეგი დაფიქსირდა, რომლებმაც პლეი ოფში გამსვლელები გამოავლინა.
საბოლოოდ გამსვლელთა ვინაობას ბოლო ტური გაარკვევს, რომელიც 24 ივნისს საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ქუთაისს“ „ა“ ჯგუფში პირველობას ვერავინ შეეცილება. იმერულმა გუნდმა მეოთხე მატჩიც მოიგო და პირველი ადგილი გაინაღდა. ამ ჯგუფში მეორე გამსვლელი ადგილისთვის ერთბაშად 3 გუნდი – „აკადემია 2“ TBC და „კარდინალი“ იბრძვიან.
 

 
„ბ“ ჯგუფში 3 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა მატჩები „ოვერტაიმმა“, რომელიც მეოთხედფინალში აუცილებლად გავა, თუმცა რომელი ადგილიდან, ამას ბოლო ტურში გასამართი „რუსთავი 1“-სა და „ჰიუნდაის“ მატჩის შედეგი განსაზღვრავს. თუ ჰიუნდაელებმა გაიმარჯვეს, ეს სამი გუნდი ქულების თანაბარ ოდენობას აგროვებს და სწორედ მათ შორის ნათამაშევი მატჩების შედეგთა გათვალისწინებით განაწილდება ადგილები.
სწორედ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს „გ“ ჯგუფშიც – ანუ სამმა გუნდმა ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვოს. ამ ჯგუფში პირველობა გარანტირებული აქვს „აკადემიას’, რომელიც ბოლო ტურში „გორს“ ეთამაშება და თუ წააგო, ‘გორი“, „დინამო“ და „ბათუმი“ თანაბარ ქულებს დააგროვებენ.
ერთი სიტყვით, ბოლო ტური საბოლოოდ დაალაგებს ჯგუფებში გუნდებს და განსაზღვრავს, თუ ვინ ვის შეხვდება მეოთხედფინალში.
ამასობაში ტურნირს “ვესტა” გამოაკლდა, რომელიც მეორე მატჩშიც არ გამოცხადდა და გათამაშებიდან მოიხსნა. მასთან “აკადემიას” ტექნიკური გამარჯვება – 20:0 დაეწერა და ასე იქნება “დინამოს” შემთხვევასიც, რომელიც ბოლო ტურში “ვესტას” უნდა შეხვედროდა.
 

 
23 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
გორი – ბათუმი                36:33 (13:7, 10:7, 7:12, 6:7)
გორი: ვ. თავაქარაშვილი (17)
ბათუმი: გ. ოჩხიკიძე (13)
ოვერტაიმი – რუსთავი 1  33:61 (12:14, 1:16, 9:16, 11:15)
ოვერტაიმი: გ. სოხაძე (11)
რუსთავი 1: ზ. ვაშაკიძე (15)
ქუთაისი – რუსთავი 2     41:19 (4:3, 12:2, 11:6, 14:8)
ქუთაისი: ლ. ავალიანი (9)    
რუსთავი 2: ნ. გიგაური (8)
კარდინალი – აკადემია 2 25:20 (8:5, 5:2, 4:6, 8:7)
კარდინალი: ლ. ჩაჩანიძე (16)
აკადემია 2: ნ. სეხნიაძე (8)
ჰიუნდაი – ალბიონი                 35:12 (11:2, 6:2, 8:3, 10:5)
ჰიუნდაი: ო. ჭიჭინაძე (15)
ალბიონი: კ. ჭიჭვეიშვილი (4)
აკადემია – ვესტა   20:0 (ტექნიკური ანგარიში)