2002-წლამდელთა მინისაკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო

2002-წლამდელთა მინისაკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო

18 ივნისს დასრულებულ 2001-წლამდელთა ჩემპიონატი შემდეგ 20 ივნისს 1 წლით უმცროსთა პირველობა დაიწყო.

2002-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები 53-ე საშუალო სკოლისა და საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. 15 გუნდი 3 ჯგუფშია განაწილებული. 1 წრის შემდეგ გამოვლინდება 8 საუკეთესო, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. პლეი ოფის საგზურს თითო ჯგუფის 2-2 საუკეთესო, პლუს 2 უმჯობესი მესამეადგილოსანი მოიპოვებენ.

პირველი ტურის 6 მატჩი 20 ივნისს 53-ე სკოლის დარბაზში გაიმართა. მცირე გამონაკლისის გარდა, საინტერესო და დაზაბული ბრძოლები გაიმართა. 11 ივნისს დასრულებული თბილისის 2002-წლიანთა ფესტივალის ფინალისტი „დინამო“ „ბათუმთან“ დამარცხდა. ბოლო მეოთხედში ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა აჭარელებმა მოახერხეს და ბოლო წუთებზე გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით გამარჯვებას მიაღწიეს.
ბრზოლა იყო „ქუთაისისა“ და TBC-ის მატჩშიც, რომელიც იმერულმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში 27:21 მოიგო. რუსთავი 2-მა 23:28 წააგო „აკადემია 2“-თან, ხოლო რუსთაველთა პირველმა გუნდმა „ალბიონი“ 53:8 გაანადგურა.
მეორე ტურის მატჩები საკალათბურთო აკადემიაში 21 ივნისს გაიმართება.

20 ივნისი. 53-ე სკოლა
გორი – ვესტა                   30:25 (10:7, 3:5, 8:7, 7:6)
გორი: ვ. თავაქარაშვილი (12)
ვესტა: ა. დარასელია (16)

რუსთავი 2 – აკადემია 2  23:28 (6:10, 2:6, 4:7, 11:5)
რუსთავი 2: ნ. გიგაური (8)
აკადემია 2: ნ. სეხნიაძე (10), ჯ. თოფაძე (10)

ქუთაისი – TBC                27:21 (7:3, 6:3, 7:10, 7:5)
ქუთაისი: დ. კაპანაძე (8)
TBC: ლ. ქუტიძე (9)

რუსთავი 1 – ალბიონი     53:8 (8:0, 17:2, 12:4,13:2)
რუსთავი 1: ზ. ვაშაკიძე (10)
ალბიონი: კ. ჭიჭვეიშვილი (10)

ოვერტაიმი – მართვე                 26:13 (10:5, 14:3, 0:3, 2:2)
ოვერტაიმი: ოთხმეზური (11)
ლ. რაზმაძე (6)

ბათუმი – დინამო            49:38 (18:11, 6:12, 8:5, 17:10)
ბათუმი: ლ. ლოლიძე (18)
დინამო: დ. გელოვანი (16)