2002-წლამდელთა მინისაკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული “ქუთაისი” გახდა

2002-წლამდელთა მინისაკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული “ქუთაისი” გახდა

„ქუთაისი“ საქართველოს ჩემპიონია. ზვიად ცერცვაძის და გიორგი პირტახიას გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ტურნირი წაუგებლად დაასრულა. ფინალური მატჩი ქუთაისელებმა „აკადემიას“ მოუგეს. ეს უკანასკნელი კი 11 ივნისს დასრულებული თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებულია.
 

 
ქუთაისელებმა ისე მოიგეს ფინალი, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. პირველმა ოთხეულმა, რომელმაც საწყის მეოთხედში ითამაშა, აკადემიელებს 11:7 მოუგო. იმერულ კლუბს მთავარი კოზირი – ტანმაღალი ალექსი მერკვილაძე მეორე მეოთხედისთვის ჰყავდათ შეგულებული და მოედანზე გამოსულმა ქუთაისელთა ცენტრმა თავის გუნდს ფარქვეშ ძალა შემატა. მეორე მეოთხედი იმერლებმა 15:11 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 7 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა, ქუთაისელები მთელი ჟინით და შემართებით თამაშობდნენ. აიმერლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და უზომოდ გაიხარეს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა ამ გუნდს აქამდე რაიმე ოფიციალურ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია და დებიუტი ჩინებული გამოუვიდა – პირველივე ცდაზე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში „რუსთავმა“ „ოვერტაიმს“ შანსი არ დაუტოვა. ქვემოქართლურმა გუნდმა 166-ე სკოლის ბაზაზე შექმნილი გუნდი ‘ოვერტაიმი“ 45:21 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა.
ფინალის შემდეგ მოეწყო დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც პრიზიორი გუნდები მედლებით, სიგელებით და საჩემპიონო თასით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომიძემ დააჯილდოვეს. 
პლეი ოფში გასულ ყველა გუნდიდან გამორჩეულ 2-2 მოთამაშეს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები და ფედერაციის მიერ გამოცემული სეზონის შემაჯამენელი ჟურნალები გადაეცათ. აი, ისინიც:

ქუთაისი
1.  ალექსი მერკვილაძე
2. მათე კაპანაძე
ჰიუნდაი
1. ოთარ ჭიჭინაძე
2. დავით გოგაძე
რუსთავი
1. დავით ჩხეიძე
2. გიორგი ოკრიბელაშვილი
თიბისი
1. ლუკა ქუტიძე
2. გიორგი საყვარელიძე
აკადემია
1. გაგა გოდერძიშვილი
2. ტერენს ქროული
კარდინალი
1. ლუკა ჩაჩანიძე
2. გეგე ჯანხოთელი
ოვერტაიმი
1. ნატალია ოთხმეზური
2. გიორგი გოლიაძე
 

27 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ფინალი
აკადემია – ქუთაისი               36:48 (6:9, 11;15, 4:7, 15:17)
აკადემია: ტ. ქროული (12), გ. გოდერძიშვილი (10)
ქუთაისი: ა. მერკვილაძე (16), მ. კაპანაძე (8)
 
მე-3 ადგილისთვის
რუსთავი – ოვერტაიმი           45:21 (11:7, 16:0, 10:10, 8:4)
რუსთავი: ზ. ვაშაკიძე (12)
ოვერტაიმი: გ. გოლიაძე (18)