2004-წლიანთა ერთი მოგება ევროპის ლიგის პირველ წრეში

2004-წლიანთა ერთი მოგება ევროპის ლიგის პირველ წრეში

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტით შექმნილმა 2004 წელს დაბადებულთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველ წრეში 1 გამარჯვება მოიპოვა. 5 მატჩისგან შემდგარ პირველ წრეს ესტონეთის დედაქალაქმა ტალინმა უმასპინძლა, სადაც თავი ბალტიისპირეთის, საქართელოს და რუსეთის გუნდებმა მოიყარეს.

ქართველმა 14-წლამდელებმა საწყისი4 მატჩიდან ერთი შეხვედრა – ადგილობრივ ტტუ-სთან მოიგეს. პირველი წრის დასკვნით მატჩში ქართული გუნდი ლიტვურ “ალიტუსს” შეხვდა და 59:68 დამარცხდა. ქართველებში 11 ქულით საბა გურეშიძე გამოირჩა. 10 ქულა ნიკოლოზ გულიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. 

2004-წლიანთა გუნდი საქართველოში დაბრუნდა, ხოლო ევროპის ლიგის მეორე წრის სათამაშოდ უკვე ლატვიაში გაემგზავრება, სადაც ქალაქ რიგაში 2019 წლის 17-დან 20 იანვრამდე პერიოდში მორიგ 5 მატჩს გამართავს.