2004-წლიანთა გუნდმა ევროპის ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

2004-წლიანთა გუნდმა ევროპის ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ლიგის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს ქართველებმა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა 2004 წელს დაბადებულთა გუნდმა ტურნირში ასპარეზობა 2 მარცხით დაიწყო, მომდევნო დღეს კი კვლავ 2 შეხვედრა გამართა და ერთში იმარჯვა.

27 ოქტომბერს ქართველები თავდაპირველად მოსკოვის MBA-ს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 40:46 წააგეს. მომდევნო მატჩი ჩვენებმა ტალინის ტტუ-სთან გამართეს, რომელსაც 65:60 მოუგეს. ქართულ გუნდს 22 ქულით და 13 მოხსნით კოკა კაკულიამ ულიდერა 15 ქულა ნიკოლოზ გულიაშვილმა მოაგროვა, ხოლო ლევან ტურაშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.

ქართულ გუნდს 4 ტურის შემდეგ 1 მოგება აქვს და პირველი წრის ბოლო მატჩს 28 ოქტომბერს, ლიტვურ “ალიტუსთან” გამართავს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება. მომდევნო წრის 5 მატჩს ქართველები 17-20 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართავენ.