2004-წლიანთა ქართული გუნდი ევროპის ლიგაში ჩაერთო

2004-წლიანთა ქართული გუნდი ევროპის ლიგაში ჩაერთო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტის შესაბამისად შექმნილი 2004 წელს დაბადებულთა გუნდი ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაება. ქართველებმა 26 ოქტომბერს ორი მატჩი გამართეს. 

ევროპის ლიგის პირველ წრეს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი მასპინძლობს. ქართულმა გუნდმა საწყისი ორივე შეხვედრა წააგო. პირველ მატჩში რუსეთის “ოლიმპიეცთან” ბოლო წამებზე – 46:47 დამარცხდა, ხოლო მოსკოვის ცსკა-სთან მატჩი 62:75 დათმო.

მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი ქართული გუნდი 27 ოქტომბერს კიდევ 2 მატჩს გამართავს: 11:00 საათზე მოსკოვის MBA-ს დაუპირისპირდება, ხოლო 18:00-ზე ესტონურ ტტუ-ს შეხვდება.