საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრული ლიგის მეორე წრის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრა. თითო წრე 3 დღე გრძელდება, რის განმავლობაშიც ტურნირის მონაწილენი 5 მატჩს მართავენ. პირველი წრეც ლატვიაში, 21-24 სექტემბერს ჩატარდა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 5-დან 4 შეხვედრა მოიგო.
ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში დაგეგმილ ევროპის ლიგის მეორე წრეში საქართელოს ნაკრებს შემდეგი მეტოქეები ჰყავს:
საქართველო – კალევი (ესტონეთი) 13:30, 8 დეკემბერი
ალვიკი (შვედეთი) – საქართველო 19:00, 8 დეკემბერი
საქართველო – ოლიმპი 97 (რუსეთი) 12:00, 9 დეკემბერი
ლულეა (შვედეთი) – საქართველო 17:30, 9 დეკემბერი
საქართველო – ლუბლინი (პოლონეთი) 12:30, 10 დეკემბერი
(მითითებულია თბილისის დროები)
საქართველოს ნაკრები ლატვიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე, ნიკილოზ ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ ლოლიშვილი, გიორგი კორსანტია, ნიკოლოზ ლეონიძე, გიორგი ჯაფარიძე, ლუკა მაზიაშვილი, აკაკი ფიფია, ნიკა დარბაიძე, გიორგი კუჭავა.
ამ წუთებში მიმდინარეობს ჩვენი ნაკრების მატჩი ტალინის “კალევთან”. ქართველები პირველი ნახევრის შემდეგ მეტოქეს 46:20 ამარცხებენ. შეხვედრის ტექსტურ ლაივ-რეპორტაჟს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ შემდეგ ბმულზე:
საქართველო – კალევი (მიმდინარე სტატისტიკა)